" შსს მიკერძოებულია იკვეთება მცდელობა, საზოგადოებრივი აზრი არასწორი მიმართულებით ჩამოყალიბდეს"- ნაცვლიშვილი ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტზე
პოლიტიკა - 14:55, 26 Oct, 2017     1309

„საქართველოს ახალგაზრდა იურისთაასოციაციის“ ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი ნუცუბიძეზე გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას ამბობს: "ვფიქრობ, რომ მიკერძოებულია და ცალსახად იკვეთება მცდელობა, საზოგადოებრივი აზრი არასწორი მიმართულებით ჩამოყალიბდეს".

ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, ხაზგასმა იმაზე, რომ ადამიანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და გარდაიცვალა, არასწორია და მთავარი შესწავლის საგანი უნდა იყოს, ხომ არ იკვეთება არაკანონშესაბამისი ქმედებები პოლიციის მხრიდან.

„ინფორმაცია, რომელსაც შსს ავრცელებს, დაახლოებით ასეთია, რომ ერთი უბრალო ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც შესაძლოა, იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ან ცხოვრების წესი ჰქონდა დაკავშირებული ალკოჰოლთან, რომ თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, თითქოს არავინ განსაკუთრებული არ მომკვდარა. შსს-ს განცხადება ამ ტიპის მესიჯის გავრცელების მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაშინ, როცა შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონდეს კავშირი საქმესთან იმას, თუ რა ტიპის ურთიერთობა ჰქონდა ამ ადამიანს ალკოჰოლთან. მთავარი შესწავლის საგანი უნდა იყოს ის, რომ ეს ადამიანი პოლიციის ხელში რომ გარდაიცვალა, იკვეთება თუ არა პოლიციის მხრიდან არასწორი, არაკანონშესაბამისი მოქმედება. მთავარი კითხვა, რასაც სახელმწიფომ უნდა გასცეს პასუხი არის ის, რომ პოლიციის თანამშრომლები მოქმედებდნენ თუ არა კანონის სრული დაცვით. მუხლი, რომელიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ეხება, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ სწორედ პოლიციელთა მოქმედებები იყოს მთავარი შესწავლის საგანი. ჩვენ გვაქვს კოდექსში მუხლები, რომელიც სამოხელეო დანაშაულს ეხება. კვალიფიკაციას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ გამოძიების სრულყოფილება იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42