ირაკლი კობახიძეს ქნესეთის თავმჯდომარემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
პოლიტიკა - 10:05, 26 Oct, 2017     997

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ქნესეთის თავმჯდომარემ იული იოელ ედელშტეინმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი მჭიდრო თანამშრომლობის ფონზე აღინიშნება.

„ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და მოხარულები ვართ, რომ ეს თარიღი ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან ძლიერი თანამშრომლობის ფონზე აღინიშნება. უფრო მეტიც, ჩვენ გვაკავშირებს არა მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები, არამედ, პირველ რიგში, 26 საუკუნოვანი მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის. ჩვენ ისეთივე წარმატებულები უნდა ვიყოთ მეგობრობასა და თანამშრომლობაში, როგორც ქართველი და ებრაელი ხალხი. ჩვენ განსაკუთრებულად ემოციური გრძნობები გვაქვს ებრაელი ხალხისა და ისრაელის სახელმწიფოს მიმართ და ყველას, ვინც ისრაელის სახელმწიფოდან საქართველოში ჩამოდის, შეუძლია ეს დაადასტუროს,“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზეც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშნელოვანი თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებაა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობა ქვეყნებს, ხალხებსა და პარლამენტებს შორის. თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩვენ უკვე მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, მაგრამ არსებობს კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომი პერსპექტივები საქართველოს პარლამენტსა და ქნესეთს, აპარატის თანამშრომლებს შორის. აპარატის თანამშრომლებს შორის უკვე დამყარებულია მჭიდრო თანამშრომლობა და ერთობლივად უკვე განხორციელდა კონკრეტული პროექტები. ისტორიული კავშირები ძალიან ძლიერია და ამ ძლიერ საფუძველზე, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო უნდა გახდეს. ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ქართული მხრიდან მოტივაცია ძალიან მაღალია. გვწამს და ვიმედოვნებთ, რომ თქვენც ასევე მზად ხართ ამისთვის.

ეს ვიზიტი, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია. გვჯერა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის. მცირე ხნის წინ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს პრემიერ მინისტრის მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა, რამდენიმე ხნით ადრე კი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი ეწვია საქართველოს. ასეთი მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტები თანამშრომლობის გაღრმავებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დღევანდელი ღონისძიება არის კიდევ ერთი კონტრიბუცია ამ საქმეში და გვწამს, რომ ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერებას ხელი შევუწყოთ. საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს ამის უზრუნველყოფისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ორმხრივ ურთიერთობებსა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ქნესეთის თავმჯდომარემ.

„ჩვენ აღვნიშნავთ 25 წლისთავს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან. ეს მხოლოდ ფორმალური დღე არ არის, ეს ნამდვილად აღსანიშნავია. არ გვჭირდება ერთმანეთისთვის იმის შეხსენება, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური კავშირი არ იყო. ახლა, 25 წელიწადში, ჩვენ გრძელი გზა გამოვიარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო დელეგაციების - მეგობრობის ჯგუფების, სხვადასხვა საკომიტეტო დელეგაციების გაცვლითი ვიზიტები აქტიურია.

დღეს ქნესეთში წარმატებული შეხვედრები გაიმართა, სადაც უსაფრთხოების, გამჭვირვალობის და სხვა საკითხებზე ისაუბრეს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ პრაქტიკულ საკითხებზე და მოხარულები ვართ, რომ არის ბევრი საკითხი დღის წესრიგში. ქნესეთის გენერალური დირექტორი, ქნესეთის თანამშრომლებთან ერთად, ეწვევა საქართველოს გამჭვირვალობის, გარემოს დაცვისა და „მწვანე ქნესეთისა“ და სხვა მრავალი პროექტის განსახილველად“,- განაცხადა იული იოელ ედელშტეინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42