"მმართველმა პარტიამ დიდი უპირატესობით მოიგო და ეს მისალოცია, მაგრამ მისალოცია თუ არა ეს დემოკრატიისთვის ამაზე შეგვიძლია ბევრი ვიმსჯელოთ" - მარგველაშვილი
პოლიტიკა - 20:21, 25 Oct, 2017     1941

საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრობლემაზე საუბრობს. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, "ადამიანის სამსახური მის პოლიტიკურ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული".

"თუ ამ ადამიანებს პოლიტიკურ აქცენტს დავუყენებთ - მივიდნენ თუ არა არჩევნებზე, თუ მისცეს ხმა ეს არამარტო თავისუფალი ნების გამოვლინების ხელისშეშლაა, არამედ ეს ადამიანის ღირსების შემლახავია, რასთან დაკავშირებითაც სამწუხაროდ კითხვები დაისვა. ძალიან ბევრი კითხვა დაისვა საჯარო მოსამსახურეების ნებასთან მიმართებით, თუ რამდენად იყო მათი ნება თავისუფალი და მათი უშუალო ხელმძღვანელები რამდენად აკონტროლებდნენ მათ ნებას. აქ საუბარია ადამიანებზე, რომელთათვისაც სამსახური არ უნდა იყოს პოლიტიკური არჩევანის რისკთან დაკავშირებული“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესში უნდა შენარჩუნდეს ასეთი ფაქტები, როცა ოპოზიციის კანდიდატი ერთი ხმით ან ათი ხმით იგებს .

"მმართველმა პარტიამ დიდი უპირატესობით მოიგო და ეს მისალოცია, მაგრამ მისალოცია თუ არა ეს დემოკრატიისთვის ამაზე შეგვიძლია ბევრი ვიმსჯელოთ იმიტომ, რომ ერთ-ერთი სერიოზული კითხვის ნიშანი, რომელიც ჩვენს დემოკრატიასთან დაკავშირებით უკვე დაისვა და დამიჯერეთ, ამ კითხვის ნიშნის სულისკვეთება გაღრმავდება, მდგომარეობს იმაში – შეიძლება კი ქვეყანაში, სადაც ყველა ძირითადი სახელისუფლებო ვერტიკალი და ბერკეტები ერთი პარტიის ხელშია, შეიძლება კი იქ კითხვა არ დავსვათ დემოკრატიის სისრულის, მთლიანობის, ეფექტური დემოკრატიის შესახებ?! უბრალოდ, ბუნებაში ასე არ არსებობს. მე სულ მახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც, მანამდეც, მმართველი პარტიის პათეტიკა, რომ ჩვენ აქ გავერთიანდით ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე შორსმჭვრეტელები, ყველაზე სინდისიერები, დანარჩენები არ არიან ასეთი კარგები და რა ვქნათ, ჩვენ ხომ არ შევქმნით ოპოზიციას? „ოცნებაც“ ამ როლშია, სამწუხაროდ“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42