საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 110 წლისაა
პოლიტიკა - 15:39, 25 Oct, 2017     1138
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის საიუბილეო ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა და ქვეყანაში მცენარეთა დაცვის, სურსათის უვნებლობის და ვეტერინარიისა და ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით გამართული ლაბორატორიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას დაარსებიდან 110 წელი შეუსრულდა. ეს არის უდიდესი ისტორია. ლაბორატორიული კვლევები სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას წარმოადგენს. დღეს ეს მიმართულება კიდევ უფრო მეტად აქტუალურია, რადგან ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ქვეყანაში ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების დანერგვას გულისხმობს. ამ მოთხოვნებზე პასუხი კი მხოლოდ ადეკვატური ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის არსებობის პირობებშია შესაძლებელი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის განცხადებით, ლაბორატორიის კომპეტენციის ზრდის კუთხით უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების (CIB) პროგრამა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) დახმარებები, რის შედეგადაც, ლაბორატორიაში ბიოუსაფრთხოების დონის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს, განხორციელდა ლაბორატორიის მოდერნიზება, მოხდა ახალი აღჭურვილობების შეძენა და, შესაბამისად, ახალი მეთოდების დანერგვა.

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ საქართველოს ლაბორატორიას რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე უწოდა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა ლაბორატორიის 110 წლიანი საქმიანობის შესახებ შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინა. მოეწყო ფოტოარქივის გამოფენა და სხვადასხვა ეტაპზე ლაბორატორიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თანამშრომლების დაჯილდოება.

აღსანიშნავია, რომ თბილისში პირველი სავეტერინარო ლაბორატორია 1907 წელს ჩამოყალიბდა, რომლის მიზანს ბორჩალოს (მარნეული) მაზრაში გავრცელებული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა. თბილისის სავეტერინარო ლაბორატორია პირველი საწარმოო - სამეცნიერო დაწესებულება გახდა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში, სადაც არაერთი სამეცნიერო კვლევა განხორციელდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოდან (DTRA), დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან (CDC) და Ch2mhill-ის საქართველოს ოფისიდან, ასევე, დარგობრივი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ლაბორატორიის ძველი და მოქმედი თანამშრომლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42