ჰააგაში კონცერტი „Georgia” გაიმართა
პოლიტიკა - 10:59, 25 Oct, 2017     894

ნიდერლანდების სამეფოში, ქ. ჰააგაში, გაიმართა „ჰოლანდიის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლის“ (Netherlands Blazers Ensemble- NBE) კონცერტი სახელწოდებით „Georgia”, ანსამბლ „ანჩისხატთან“ და ვირტუალურად გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად.

ღონისძიების დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ. მან მადლობა გადაუხადა ანსამბლს ქართული მუსიკით დაინტერესებისათვის და საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის.

მაყურებელს საშუალება მიეცა მოესმინა ქართული პოლიფონიური მუსიკის შედევრებისათვის, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის მუსიკის თანხლებით.

აღსანიშნავია, რომ ანსამბლმა „NBE” ა.წ. მაისის თვეში იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მოიძია უნიკალური ქართველი მუსიკოსები, რომლებიც ინარჩუნებენ და აახლებენ ქვეყნის ტრადიციულ მუსიკას. საქართველოში ვიზიტის შემდეგ ანსამბლმა მოიწვია ქართველი მუსიკოსები ნიდერლანდებში, სადაც ა.წ. ოქტომბერში, ნიდერლანდების სამეფოს სხვადასხვა ქალაქში, ერთობლივი კონცერტები ანშლაგებით ჩატარდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ნიდერლანდების სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოსა და საერთაშორისო/ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონცერტის დაწყებამდე ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა მიღება, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და კერძები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42