საქართველოს ბანკის დაფინანსებით KTW ჯგუფი კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს
პოლიტიკა - 15:09, 24 Oct, 2017     1602

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა განაცხადა “კახური ტრადიციული მეღვინეობა” (KTW) ჯგუფთან კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობის შესახებ. თანამშრომლობის შედეგად, KTW ჯგუფს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით და კახეთის რეგიონში კერძოდ, ახაშენში 41 ნომრიან სასტუმროს ააშენებს. სასტუმროში განთავსდება ღვინის მარანი, სადეგუსტაციო ტერიტორია, რესტორანი და საცურაო აუზი. სასტუმროს პროექტის მოცულობა 2.3 მლნ აშშ დოლარია, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ, დაფინანსება ასევე გაცემულ იქნა DCFTA პროექტის ფარგლებში.

KTW ჯგუფისა და “საქართველოს ბანკის” თანამშრომლობა სათავეს 2014 წლიდან იღებს, ამ დრომდე ჯუგფმა ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა, საქართველოს ბანკის დაფინანსებით. მათ შორის არის ღვინის საწარმოები - ველისციხეში, ქედასა და ასკანაში. KTW ჯგუფის ღვინო და კონიაკი მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში იყიდება. უკრაინაში კი ბრენდის ჯამური იმპორტის 70 პროცენტი სწორედ KTW ჯგუფის წარმოებულ პროდუქციაზე მოდის.

“საქართველოს ბანკის” დაფინანსებით KTW ჯგუფმა ველისციხის ღვინის საწარმოების ტერიტორიაზე, კახეთის რეგიონში ერთერთი ყველაზე დიდი სპირტის სახდელი საწარმო ააშენა და აღჭურვა. ველისციხეში ცისტერნების მოცულობები რეალურად შთამბეჭდავია და ქარხანა ყურძნის ერთერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველია. საღვინე ცისტერნები - 4816 ტონას იტევს, ხოლო სასპირტე - 9200 ტონას. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში, KTW ჯგუფს მიღებული და გადამუშავებული აქვს 50,000 ტონამდე ყურძენი. ჯამში ჯგუფის მასშტაბით 501 ადამიანი დასქმებული.

საქართველოს ბანკსა და KTW ჯგუფ შორის თანამშრომლობის ერთერთი პირველი საგანი, ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმოს მშენებლობა გახლდათ, ქედასა და ჩოხატაურში. 2014 წელს საქართველოს ბანკმა დააფინანსა პროექტი, რომელიც „ნენა“-ს ბრენდის ქვეშ მაღალი ხარისხის, ნატურალურ ჯემებსა და კომპოტებს აწარმოებს. პროდუქცია ქართულ ბაზარზე დიდი მოწონებით სარგებლობს, რაც მუდმივად მზარდ გაყიდვებში გამოიხატება. „ნენა-„ს პროდუქცია ექსპორტზე ჩინეთშიც გადის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42