ვაშლიჯვარში რიგით მე-12 ახალი ბაღი გაიხსნა
პოლიტიკა - 14:01, 24 Oct, 2017     1043
თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა - საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე ახალი ბაღი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ, თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა და ბაღის პირველ აღსაზრდელებს სამახსოვროდ წიგნები გადასცა.

“ამ უბანს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა საბავშვო ბაღის პრობლემა, სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ჩვენ ეს ტერიტორია და ავაშენეთ სრულიად ახალი, ჩვენი მმართველობის პირობებში რიგით მე-12 სააღმზრდელო დაწესებულება. შეიქმნა, დამატებით, 350 ბავშვის ადგილი და დღეიდან ახალი ბაღი უკვე ფუნქციონირებს. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ჩვენი პატარები ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ,”- აღნიშნა თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას.

N 33-ე საბავშვო ბაგა-ბაღში 10 ჯგუფი ფუნქციონირებს და ის 350 აღსაზრდელზეა გათვლილი. დასაქმებულია 70 ადამიანი.

სააღმზრდელო წლის დაწყებამდე, კეთილმოეწყო ბაღის ეზო - დაიდგა ატრაქციონები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოიხატა კედლები. ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს მისულ აღსაზრდელებს ბაღის ადმინისტრაციამ სახალისო ღონისძიება მოუწყო - პატარების საზეიმო განწყობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.

ღონისძიების ფარგლებში, ბაღში მისულ სტუმრებს ფოტო-კოლაჟიც უჩვენეს, სადაც ასახული იყო 2014 წლის მდგომარეობით საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა და სამი წლის მუშაობის შედეგები.

ვაშლიჯვარში მდებარე ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში თბილისის მერთან ერთად დღეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42