ბერა ივანიშვილმა მწვანე კონცხზე მიწა იყიდა
პოლიტიკა - 19:45, 23 Oct, 2017     4975
მწვანე კონცხზე მიწა ბერა ივანიშვილმა იყიდა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე, რომელიც აჭარის მთავრობამ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილს კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“ მიჰყიდა, ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა აღარ დგას.

მათივე ცნობით, 6003 კვ/მ ტერიტორია, რომელიც საერთო საცხოვრებელს ესაზღვრება, სახელმწიფომ აჭარას გადასცა საკუთრებაში. ამ ნაკვეთის შეძენითაც „ბიზნეს დეველოპმენტია“ დაინტერესებული. მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი იყიდა შპს „ურეკი რეზიდენსმაც“, რომლის 100% წილის მფლობელი ბერა ივანიშვილია.

„ურეკი რეზიდენსმა“ 18 ოქტომბერს მწვანე კონცხზე მდებარე ის ნაკვეთი დაირეგისტრირა საკუთრებაში, რომლის დარეგისტრირებას საკუთრებაში შპს „ბიზნეს დეველოპმენტი“ 4 ოქტომბერს ითხოვდა. რეესტრმა საქმის წარმოება 5 ოქტომბერს იმ მიზეზით შეაჩერა, რომ „მყიდველის წარმომადგენლის მინდობილობას ვადა ჰქონდა გასული“; ამასთან, არ იყო წარდგენილი „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი“ [საქმის წარმოება 12 ოქტომბერს შეწყდა].

მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი, რომლის საკუთრებაში დარეგისტრირებას „ბიზნეს დეველოპმენტი“ ცდილობდა და შემდეგ „ურეკი რეზიდენსმა“ დაირეგისტრირა, კერძო პირისგანაა შესყიდული. ეს ნაკვეთი ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალსა [ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ახლოს] და ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობას შორის მდებარეობს.

საქართველოს მთავრობამ, 6003 კვ/მ მიწის ნაკვეთი, რომელიც უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის მიმდებარედაა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 5 ოქტომბერს გადასცა საკუთრებაში. ამ ნაკვეთის მოსარგებლედ ამ დრომდე რეესტრში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტია მითითებული.

რა მიზნით გადმოეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი აჭარას? –აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ამ ნაკვეთით დაინტერესებულია „ბიზნეს დეველოპმენტი“.

კითხვაზე, რა ფორმით გადაეცემა ქონება კერძო კომპანიას პირდაპირი მიყიდვა, გამოცხადდება აუქციონი, თუ სხვა? – სამინისტროში აღნისნეს, რომ „სამინისტრო შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით იმოქმედებს“.

მწვანე კონცხი, უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობა [მარცხნივ]. ამ შენობის უკან არის ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფომ აჭარას გადასცა.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42