ლონდონში „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ პლენარულ სესია გაიმართა
პოლიტიკა - 16:59, 23 Oct, 2017     427

ლონდონში საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. სესია მისასალმებელი სიტყვით გაერთიანებული სამეფოს ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა გახსნა და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის მნიშვნელოვან პარტნიორობას და სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ ურთიერთობებს გაუსვა, რაც მისივე განცხადებით ბრექსიტის შემდგომ ახალ დინამიკას შეიძენს. საქართველოს მხრიდან სესიის მონაწილეებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიესალმნენ.

„უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ პლენარული სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ლევან იზორიამ საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის, შეკავების პოლიტიკისა და მდგრადობის გაძლიერების პროცესში გაერთიანებულ სამეფოსთან სტრატეგიულ პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჯანელიძემ სტრატეგიულ დონეზე საქართველოს საგარეო ურთიერთობების, უსაფრთხოების პოლიტიკასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე განათლების, კულტურისა და ხალხთაშორის კონტაქტებზე ისაუბრა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად ვითარდება, მათ შორის იმ ახალი გარემოებების გათვალისწინებით, რაც ბრექსიტის პროცესებს უკავშირდება.

უორდროპის დიალოგმა გასულ წელს სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატი შეიძინა. მხარეები განიხილავენ ბრიტანეთ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით. „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ოლივერ უორდროპის სახელს ატარებს, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მტკიცე მხარდამჭერი და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იყო 1919–1921 წლებში. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42