"მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩემ მხარდამჭერებს, თბილისელებს ჩემ მიმართს გამოხატული ნდობისთვის. მე ყოველთვის ვგრძნობ თქვენ მხარდაჭერას ყველა საკონომიკუციო საშუალებით. ძალიან მახარებს თბილისელების ასეთი მხარდაჭერა და მიორმაგებს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. მინდა გამცნოთ, რომ კანონის თანახმად, მერის უფლებამოსილების განხორციელებას შევუდგები ნოემბრის მეორე ნახევრიდან ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ტრანზაციის პირობებში ჩვენ ნაკლები აქტიურობა გვექნება, პირიქით გარდამავალ პერიოდში მოვემზადდებით და ვიმუშავებთ, რომ მერიაში შესვლისთანავე შევუდგეთ საქმიანობას და პირდაპირ დავიწყოთ ჩვენი პროგრამის აღსრულება და თბილისის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა. შესაბამისად მაღალი აქტივობა გვექნება და პერიოდულად მოგაწვდით თქვენთვის საინტერესო ინფორმციებს" - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






