ირაკლი ხმალაძე და მაია ბითაძე - კახა კალაძის სავარაუდო მოადგილეები
პოლიტიკა - 14:02, 23 Oct, 2017     4479
მედიაში უკვე სახელდება კონკრეტული გვარები, რომლებიც დედაქალაქის მერიაში კახი კალაძის მოადგილეების პოსტს დაიკავებენ.

თბილისის ახლადარჩული მერის მოადგილეები, სავარაუდოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების ყოფილი მოადგილეები ირაკლი ხმალაძე და მაია ბითაძე იქნებიან.

მაია ბითაძე და ირაკლი ხმალაძე კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წევრები იყვნენ. სწორედ მათ მოამზადეს თბილისის ურბანულ და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული და ეკოლოგიური მიმართულების პროგრამები.

ხმალაძე ამ ეტაპზე მისი ვოცე-მერობის შესახებ გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებს. მისი თქმით, ყველაფერი 12 ნოემბრის შემდეგ გადაწყდება, როცა კალაძე უფლება-მოსილებას ოფიციალურად შეუდგება.

"ჩემს ვიცე-მერობას არ დავადასტურებ. ბატონ კახას ირგვლივ ბევრი პროფესიონალი კადრი ჰყავს. ჩვენი მთავარი პრინციპია გავაკეთოთ ის რაც ქალაქისა და გუნდისთვის იქნება მნიშვნელოვანი"- აცხადებს ხლამაძე.

თანამდებობის შეთავაზებას უარყოფს გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძეც.

"მთავარია ეფექტიანად განხორციელდეს იმ პროექტების განხორციელება, რომელიც წინასაარჩევნოდ იქნა წარდგენილი. ბუნებრივია ამითვის საყრდენი იქნება ის კომპეტენტური კადრები, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტში მუშაობენ. ჩვენ ღია ვიქნებით ახალი და კომპეტენტური კადრების თვალსაზრისითაც"- ამბობს ბითაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42