მამაკაცი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა გურასპიშვილების ოჯახში 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის დაკრძალვის პროცესია მიმდინარეობდა. გოგონა გასულ კვირას გარდაცვლილი იპოვეს.
გურასპიშვილი ნაქევხრიშვილის ქმრის ძმაა.
ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი 18 ოქტოპმბერს ოჯახის წევრებმა სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ქალი შიშველი იყო და სხეულზე მრავლობითი დაზიანება ჰქონდა.
როგორც ირკვევა ქალს ხშირად ჰქონდა კონფლიქტი ოჯახში.
ოჯახის წევრების განცხადებით, მიყენებული დაზიანებები ეჭვებს აჩენს, ექსპერტიზას კი ამ დრომდე არ დაუდგენია გოგონა მოკლეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს, თუ ორი შვილის დედამ თავი მოიკლა.
ორივე შემთხვევაში საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.
მასალის გამოყენების პირობები






