ცენტრალური საარჩევნო კომისიის 18:00 საათის მონაცემებით საუბნო შემაჯამებელი ოქმების უმრავლესობა არის დათვლილი. ცესკო-ში ბრიფინგი გაიმართა:
„კონკრეტულად, ყველა ოქმი თბილისისა და 4 თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნებისათვის არის დათვლილი. ასევე თბილისის პროპორციული სისტემის ყველა ოქმი და თვითმმართველი ქალაქის თემის მერის ოქმების დიდი ნაწილიც.
ამ ეტაპზე დარჩენილია დაახლოებით 150-მდე საუბნო ოქმის მონაცემი და მიმდინარეობს როგორც ამ უბნების შეყვანა, ასევე დაზუსტების პროცესი. შეგახსენებთ რომ 21 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა დაასრულონ არა უგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, რაც არის 11 დღის ვადა“, - განაცხადეს ცესკოში.
ცესკოს მონაცემებით, პროპორციული არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია:
„ქართული ოცნება“ –55.66%;
„ნაციონალური მოძრაობა“ - 17.05%;
ბაქრაძე-უგულავა "ევროპული საქართველო“ - 10.5%;
დავით თარხან მოურავი-ირმა ინაშვილი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 6.55%;
შალვა ნათელაშვილის - „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 3.27%.
მასალის გამოყენების პირობები






