„მე მაინც ჩემი ზალიკო მირჩევნია ყველას... იღადრეთ ყელი“ - ნიკა გვარამია
სოც.მედია - 15:55, 22 Oct, 2017     12189

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატზე სოციალურ ქსელში წერს:

„მე მაინც ჩემი ზალიკო მირჩევნია ყველას - წესიერი, კეთილი და სწორი ადამიანი, სრულიად განსხვავებული ქართული პოლიტიკური ტერარიუმის ფონზე.

იყავით და იღადრეთ ყელი, არჩეულისთვისაც პოლიტიკური კარიერის დასასრულია (მისთვის კარგია, თუ კორუფციის გამო ციხე არ მოხვდება) და ვერარჩეულისთვისაც (ელისაშვილის პოლიტიკური გარბენი რომ ამით დასრულებულია, ეჭვი არ მეპარება). ზალო კიდე ყოველთვის ეყვარებათ, ყოველთვის აღიარებენ და ყოველთვის საუკეთესოდ გააკეთებს საქმეს, სადაც იქნება, მათ შორის, პოლიტიკაშიც.

პოლიტიკის გაგებაში არმყოფთათვის ცალკე განვმარტავ, რომ სრულიად გადაწყვეტილი ორპოლუსიანი არჩევნების ბედი შეატრიალა ზალიკომ და 1%ით ნაკლები თუ აიღო (ჯერ არაა დადგენილი), მხოლოდ 2თვიანი უფულო კამპანიის შედეგად, ბოლო ათი წელი თბილისის პოლიტიკაში მყოფ ელისაშვილზე, რომელიც ორჯერ მეტს მაინც აიღებდა ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერ სხვა კანდიდატზე - ამას როცა ამტკიცებ, ან აზრზე არ ხარ, ან ზალიკო პერსონალურად გძულს, ან ორივე ერთად“, - წერს ნიკა გვარამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42