"სახელისუფლებო პარტიამ სრულად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 15:44, 22 Oct, 2017     1097
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა სპეციალურ ბრიფინგზე თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული შედეგები კიდევ ერთხელ შეაფასა.

დავით ბაქარძის შეფასებით, რომ არ ყოფილიყო სახელისუფლებო პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის ფართომასშტაბიანი გამოყენება, რომ არ ყოფილიყო ზეწოლა და ამომრჩევლის მოსყიდვა, შედეგი განსხვავებული იქნებოდა.

ბაქრაძის შეფასებით, “ახლადშექმნილი პარტიისთვის 11%- ის მიღება ძალიან კარგი შედეგია.

"ჩვენი მიზანია უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა"- ამბობს ბაქრაზე.

„ ჩვენ ვიხილეთ სახელისუფლებო პარტია, რომელმაც სრულად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსის ყველა არსებული ფორმა. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის არჩევანს ამ ქვეყანაში, პატივს ვცემთ მათ შორის იმ ადამიანების არჩევანსაც, ვინც მხარი გულწრფელად დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და ასეთი ადამიანები საქართველოში ნამდვილად არიან, მაგრამ რომ არ ყოფილიყო ფართომასშტაბიანი გამოყენება ადმინისტრაციული რესურსის, რომ არ ყოფილიყო ზეწოლა, ამომრჩევლის მოსყიდვა და თანხის დარიგება, რომ არ ყოფილიყო ადამიანების დაშინება და შანტაჟი, შედეგი, რომელიც ვიხილეთ გუშინ, ასეთი ფორმით და ასეთი რიცხვებით ნამდვილად არ დადგებოდა. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ არჩევნების შედეგი არის მძიმე და სამწუხაროდ, ეს არჩევნები ვერ გახდება წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის.
ამავე დროს ეს არჩევნები გვასწავლის იმას, რომ წამალი და გამოსავალი საქართველოსთვის არის მეტი ადამიანის მოსვლა არჩევნებზე. რაც უფრო მეტი ადამიანი მოვა მომავალ არჩევნებზე, მით უფრო გაუძნელდება ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება. ამიტომ გამოსავალი არ არის ხელების ჩამოყრა, გამოსავალი არ არის გულის მოფხანა და კრიტიკული გამოსვლები, გამოსავალი ერთია – ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გავაძლიეროთ მუშაობა, გავაძლიეროთ ხალხთან მუშაობა, მეტი ვიაროთ, მეტი ვიმუშაოთ, მეტი ადამიანი გამოვიყვანოთ მომავალ არჩევნებზე და ყველამ ერთად, ჩვენს ამომრჩევლებთან ერთად ქართველ ხალხთან ერთად დავიცვათ მომავალი არჩევნები მსგავსი ტიპის ადმინისტრაციული ზეწოლისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პირველი არჩევნები „ევროპული საქართველოსთვის“ და ეს არის არჩევნები, როდესაც პირველად ათობით ათასმა ადამიანმა პირველად შემოხზა რიცხვი 2, მიუხედავად იმისა, რომ პარტია შედგა, პირველ არჩევნებზე პირველი ნაბიჯი გადავდგით წინ, მიუხედავად იმისა, რომ 11% ავიღეთ, რაც სერიოზული შედეგია, მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში ჩვენ ვართ გასული მეორე ადგილზე „ქართული ოცნების“ შემდეგ. მაგალთად, გურჯაანში, მარნეულში, ახალციხეში, ადიგენში, თერჯოლაში, ვანში, ხონში, ცაგერში, ლანჩხუთში, ხობში... ყველას აღარ ჩამოვთვლი, მიუხედავად ამ შედეგისა, ჩვენი ამოცანა არ არის ვიყოთ 11%–იანი ან თუნდაც 15 %–იანი პარტია, ჩვენი ამოცანაა, ვიბრძოლოთ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის და თითოეულ ჩვენს მხარდამჭერთად ერთად საპარლამენტო არჩევნებში შევცვალოთ ხელისუფლება, სახლში გავუშვათ „ქართული ოცნება“ და რაც მთავარია მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რაც აწუხებს ჩვენს ხალხს.
„ევროპული საქართველო“ მომავალს და მომავლის გზას ხედავს ბრძოლის გაგრძელებაში, მეტ მუშაობაში, მეტი ადამიანის გამოყვანაში მომავალ არჩევნებში და რაც მთავარია, ადამიანებს უნდა დავანახოთ უკეთესი ალტერნატივა დღევანდელი ცხოვრების და „ქართული ოცნების“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42