თვითმმართველობის არცევნებთან დაკავშრებით პირველი შეფასებები კეთდება საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ.
„ჩვენ დავაკვირდით საარჩევნო პროცესს, სადაც საარჩევნო სუბიექტებს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების საშუალება ჰქონდათ და შეკრებისა და გამოხატვის ძირითადი თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო.
მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია აშკარაა და ამან არჩევნბის სხვადასხვა ასპექტზე ზეგავლენა მოახდინა. ამ უპირატესობას თან ახლავს პასუხისმგებლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სხვა სუბიექტების შესაძლებლობები არ შეიზღუდოს.
არჩევნების ეფექტურად ადმინისტრირებამ და ამომრჩეველთა ზუსტმა რეგისტრაციამ ამ პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაში დიდი წვლილი შეიტანა. ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლის შემთხვევები იყო და ასევე დაფიქსირდა რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტიც.
მთლიანობაში კენჭისყრის დღე დადებითად შეფასდა, თუმცა უარყოფითად შეფასდა ზოგიერთ უბანზე ხმების დათვლის პროცესი და ასევე დაფიქსირდა უწესრიგობები და სირთულეები შემაჯამაებელი ოქმების შედგენასთან დაკავშირებით.
საარცევნო ადმინისტრაცია - ცენტრალური საარჩევნო კომისია და ქვედა უწყებები საქმიანობას დროულად და პროფესიონალურად ახორციელებდნენ“, - აღნიშნა ეუთოს-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.
მასალის გამოყენების პირობები






