"დღესვე შევუგდები გარემოზე ზრუნვას - საარჩევნო პოსტერების მოხსნით" -ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი საბურთალოზე მესამე ადგილზე გავიდა
პოლიტიკა - 15:13, 22 Oct, 2017     2310

ბრიტანელი ჟურნალისტი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი თბილისის თვითმართველობის არჩევნებში საბურთალოს მე-5 ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს. დამოუკიდებელი კანდიდატი ხმების რაოდენობით (14.04%) მესამე ადგილზე გავიდა, თუმცა გაუსწრო „ევროპული საქართველოს“, „პატრიოტთა ალიანსის“ „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატებს. მეორე ადგილზე გასულმა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა კი მას მხოლოდ 241 ხმით აჯობა.

ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი არჩევნების შედეგებს ფეისბუკზე გამოეხმაურა:

„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მხარდამჭერს, ყველა მოხალისეს და ყველა მეგობარს გვერდში დგომისთვის და მადლობა ყველა ამომრჩეველს თქვენი ხმებისთვის.

ჩემი აზრით, დავდეთ სერიოზული შედეგი - მესამე ადგილი სულაც არ არის სამარცხვინო შედეგი იმის გათვალისწინებით, რომ 2 თვის წინ, თითქმის უცნობი სახე ვიყავი და ფინანსური რესურსი ძალზე მწირი იყო (სულ 1800 ლარი სექტემბერში). ვერ დავიმსახურე საბურთალოს მაჟორიტარობა, თუმცა ვფიქრობ რომ, მართლა დავიმსახურე ადგილი მუნიციპალურ პოლიტიკაში და ეს მხოლოდ დასასწყისია. ბატონ დავითს ვულოცავ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალი ბებიები, ბაბუები, ძმები, დეიდები, ბიძაშვილები და მეგობრები შევიძინე. მიმიღეს მათ ოჯახებში, პირადად გამაცნეს მათი პრობლემები და ვვფიქრობ, რომ საფუძველი ჩავუყარეთ ერთობლივ მუშაობას ამ პრობლემების მოსაგვარებლად. არ გავექცევი საბურთალოს - დღესვე შევუგდები ჩვენს გარემოზე ზრუნვის საქმეს - საარჩევნო პოსტერების მოხსნით - და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი წინ გვაქვს. #წავიდეთწინ.“- წერს ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42