არჩევნების შედეგებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი გამოეხმაურა. უდუმაშვილის თქმით ის პოლიტიკურ ვაჭრობაში შესვლას არ აპირებს და უსამართლობასთან ბრძოლას აგრძელებს.
„ვერავინ დამასწრებდა გამარჯვებული კანდიდატისთვის მილოცვას, ეს რომ მას ღირსეულად გაეკეთებინა, ვერ დავიწყებ ხელისუფლების მიმართ ენით მოჩლექით საუბარს იმის გამო, რომ მეორე ადგილი დამიწერონ, ან ასე შემდეგ. მე ვთვლ, ი რომ ის პოლიტიკური ვაჭრობა, რომელიც ახლა ადგილების გადანაწილებისთვისაა დაწყებული, უღირსია და არ ვაპირებ ამ ვაჭრობაში შესვლას. ბუნებრივია ტოტალური ზეწოლის ფონზე ჩაიარა არჩევნებმა, მე როდესაც პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთე, აღვნიშნე, რომ პოლიტიკაში უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად მივდიოდი. გუშინდელმა არჩევნებმა დაგვარწმუნა რა უსამართლობასთან გვაქვს საქმე. დღევანდელი დღიდან მე გაათმაგებული მოტივაცია მაქვს, რომ უსამართლობას ვებრძოლო, ეს ბრძოლა არ დასრულებულა, პირიქით დღეიდან იწყება და გამარჯვებით დასრულდება’- განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






