"„სამართლიანი არჩევნების“ PVT მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხმის დათვლის პროცესი უმეტესწილად საარჩევნო პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. გასული არჩევნებისგან განსხვავებით, არ ჰქონია ადგილი უბნების დარბევისა და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს. რიგი დარღვევებისა კვლავ მარნეულის ოლქში გამოვლინდა, თუმცა შემცირებული მასშტაბით უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესის დროს დაფიქსირებულ დარღვევებთან შედარებით.
ამ განცხადების გავრცელების დროისათვის, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 77 საჩივარი წარდგენილია საუბნო კომისიებში, 127 საჩივარი - საოლქო კომისიებში, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 70 შენიშვნა.
„სამართლიანი არჩევნების“ PVT მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხმის დათვლის პროცესი უმეტესწილად საარჩევნო პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. გასული არჩევნებისგან განსხვავებით, არ ჰქონია ადგილი უბნების დარბევისა და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს. რიგი დარღვევებისა კვლავ მარნეულის ოლქში გამოვლინდა, თუმცა შემცირებული მასშტაბით უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესის დროს დაფიქსირებულ დარღვევებთან შედარებით.
ამ განცხადების გავრცელების დროისათვის, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 77 საჩივარი წარდგენილია საუბნო კომისიებში, 127 საჩივარი - საოლქო კომისიებში, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 70 შენიშვნა.
არჩევნების დღის შედეგები
არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიიღო ინფორმაცია მისი დამკვირვებლების 100 %-ისგან.
41. კახა კალაძე- 50.64%
42. ალექსანდრე ელისაშვილი -17.52%
5. ზაალ უდუმაშვილი- 16.8 %
2. ელენე ხოშტარია -7.12%
8. ირმა ინაშვილი - 3.04%
27. გიორგი ვაშაძე- 1.98 %
3. კახა კუკავა- 1.32 %
10. გიორგი გუგავა- 0.97 %
20. თენგიზ შერგელაშვილი- 0.26 %
39. ლაშა სტურუა- 0.17 %
17. გიორგი ლილუაშვილი- 0.09 %
11. დავით შუკაკიძე- 0.06 %
18. ნიკოლოზ სანებლიძე- 0.05 %
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 17.04%-სა და 18%-ს შორის, ხოლო ზაალ უდუმაშვილის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი - 16.39%-სა და 17.21% ინტერვალშია. სტატისტიკურად, თანაბარი ალბათობით არის შესაძლებელი, რომ შედეგი იყოს ინტერვალის ნებისმიერ წერტილში. შესაბამისად „სამართლიან არჩევნებს“ არ შეუძლია დარწმუნებით თქვას, თუ რომელმა კანდიდატმა დაკავა მეორე ადგილი" - აღნიშნავენ ISFED-ში.
სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ:
მასალის გამოყენების პირობები






