ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ამისთვის როგორც კარუსელის ასევე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაც ხდებოდა.
„დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიიდან დამთავრებული არჩვენების დღით, ოპოზიციური პარტიები ერთობლივად ვახორციელებდით მონიტორინგს, რაც საქართველოში ჯერ არ ყოფილა. როგორც წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა არათანაბარ დ არაკონკურენტულ გარემოში, ასევე არჩევნების დღე იყო ტოტალურად გაყალბების დღე. გამოყენებული იყო როგორც კარუსელის, ასევე ადმინისტრაციული რესურსის ბერკეტები, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ადგილობრივი საარჩევნო კომისიების წევრებზე ზეწოლის მექანიზმები, ხდებოდა მოსახლეობის და ამომრჩევლის დაშინება.
საბოლოო ჯამში ერთი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ აქედან და ეს დასკვნა ოფიციალურად გადაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩვენი მხრიდან, ამას ხელს აწერს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც არის ლიდერთა საბჭოში. ჩვენ არ ვცნობთ არჩევნების ლეგიტიმაციას და მიგვაჩნია, რომ თუ ამ ვითარებაში დარჩება საარჩევნო სისტემა მაშინ საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლების ცველებადობის პრინციპი საბოლოოდ იქნება დასამარებული“- განაცხადა ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






