"თუ კალაძე მოახერხებს, რომ ეს ქალაქი გახდეს უკეთესი, მე მხოლოდ მივესალმები"- ალეკო ელისაშვილი
პოლიტიკა - 12:30, 22 Oct, 2017     7705
არჩევნების მეორე დღეს თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბრიფინგი გამართა. ალეკო ელისაშვილმა რომელმაც ცესკოს მონაცემებით ამომრჩეველთა ხმების 17% მიღება შეძლო და მეორე ადგილზე გავიდა, თავის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აქცენტი არჩევნებში უთანასწორო ბრძოლაზე გააკეთა:

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ათიათასობით ადამიანის, თბილისელების მხარდაჭერა, რომლებიც მოვიდნენ და ხმა ჩემს გუნდს და მე მომცეს. მათ ხმა მისცეს უკეთეს თბილისს. ჩვენ ძალით არავინ არ მოგვიყვანია არჩევნებზე, ისინი საკუთარი სურვილით და ქალაქის სიყვარულით მოვიდნენ.“- განაცხადა ელისაშვილმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა თავის გუნდის წევრებს და იმ ადამიანებსაც, ვინც მის დამკვირვებლებად უანგაროდ მუშაობდნენ.

ელისაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა ყველა ხერხი გამოიყენა იმსითვის, რომ თავის კანდიდატს გაემარჯვა და მიუხედავად ასეთი მცდელობისა კახა კალაძემ მეორე ტურიდან თავის დაღწევა მხოლოდ რამდენიმე ათასი ხმით შეძლო:

„ბრძოლა წინასაარჩევნო პერიოდში იყო ძალიან უთანასწორო, ერთი მხრივ იყო ათეულობით მილიონი, სახელისუფლებო მედიის უზარმაზარი მხარდაჭერა, ჩემი ანტიპიარი, უშიშროების ჩართულობა, სახელისუფლებო პარტია ერეკებოდა ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე, ამ უთანასწორობის მიუხედავად "ქართული ოცნება" გაძვრა და „ოცნების“ კანდიდატი დაუსხლტა მეორე ტურს მხოლოდ და მხოლოდ 1%-ით, რამდენიმე ათასი ხმით. თანაბარ ბრძოლაში შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მოხდებოდა. თუმცა ამის მიუხედავად ცესკოს შედეგები არის ოფიციალური, აღარ გვინდა წარსულზე ლაპარაკი, მე ყოველთვის ვიყავი ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნის მომხრე, რომ არ გევლაპარაკა სიძულვილით და გველაპარაკა იდეებზე. ეს კულტურა იმასაც გულისხმობს, რომ ნებისმიერს უნდა შეეძლოს შედეგების ღირსეულად აღიარება, ამდენად მე გამარჯვებას ვულოცავ კახა კალაძეს, ვუსურვებ რომ ის იყოს ამ ქალაქის წარმატებული მერი, ამით იმის თქმაც მინდა, რომ მე ვიბრძოდი არა სავარძლისთვის, არამედ უკეთესი ქალაქისთვის, თუ კახა კალაძე მოახერხებს რომ ეს ქალაქი გახდეს უკეთესი, მე მხოლოდ მივესალმები ამ ყველაფერს.“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42