"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ცესკო ხელისუფლებასთან ერთად უნისონში მოქმედებდა და დარღვევებს მწვანე შუქი აუნთო. ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს თავმდჯომარის თქმით მას იმედი აქვს, რომ საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ ყველა ოპოზიციური პარტია შეთანხმდება საერთო სამოქმედო გეგმაზე:
„ჩვენ დაველოდებით საბოლოო შედეგს და ამის შემდეგ ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ სამოქმედო გეგმას. ერთი რამ ცხადია, რომ ამ არჩევნებმა ჩაიარა უპრეცენდენტო დარღვევებით, ზეწოლა და კონტროლი იყო საარჩევნო უბნებზე. დაგმობის ნაცვლად ცესკო ხელისუფლებასთან ერთად უნისონში მოქმედებდა და მწვანე შუქი აუნთო დარღვევებს. ვაპირებთ იმას რასაც აპირებს ნებისმიერი თავმოყვარე ოპოზიციური გაერთიანება და მე იმედი მაქვს რომ ყველა ოპოზიციური პარტია, როგორც ერთი შეთანხმდება ძალიან მარტივ მოცემულობაზე, რომ დღევანდელი საარჩევნო პროცესი ძალიან შორს იყო დემოკრატიული სტანდარტებისგან. ვერავინ დამაჯერებს რომ კახა კალაძემ პირველივე ტურში მოიპოვა გამარჯვება.“- განაცხადა ნიკა მელიამ "ტაბულასთან" ფეისბუკლაივის დროს.
მისი თქმით , ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების დაგვიანება ეჭვს აჩენს, რომ „იმედი“ და ცენტრალური საარჩევნო კომისია შედეგებს ათანხმებენ.
მასალის გამოყენების პირობები






