"არჩევნების მასიურად გაყალბების გამო საარჩევნო უბნებზე ოქმები ვერ ბალანსდება"- ნინო ბურჯანაძე
პოლიტიკა - 00:16, 22 Oct, 2017     1379
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის თქმით არჩევნების მასიურ გაყალბებას ჰქონდა ადგილი, რის გამოც რამდენიმე გამონაკლისის გარდა საარჩევნო უბნებზე ოქმები ვერ ბალანსდება. ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ ცოტა ხნის გააკეთა.

,,მინდა გითხრათ, რომ ეს არის ქართული ოცნების ბოლო არჩევნები, შემდგომ არჩევნებს ისინი ვერ ჩაატარებენ ისე როგორც მათ უნდათ, ეს მათი ბოლო გამარჯვებაა. რაც შეეხება საარჩევნო შედეგებს, არ მგონია ვინმე იყოს საქართველოში ჭკუათმყოფელი ვისაც ჯროს რომ ბოკერიას პარტიამ მიღო 9-10 პროცენტი და სხვა დანარჩენმა 3 პროცენტი. ოცნება ცდილობს თავისი უუნარო ხელისუფლება გააცოცხლოს, ვიცით კარგად ვის გვერდითაც ბოკერია დგება, როგორ ამთავრებს ხოლმე და ოცნებაც ასე დაამთავრებს.

საარჩევნო პროცესის დროს უკევ გამოვლინდა სერიოზული დარღვევები, რომ აღარაფერი ვთქვათ დაშინებაზე და კონტროლზე, ის რომ კარუსელები ატარეს და ჩვენდა სამარცხვინოდ ჩვენი მოსახლეობის ნაწილი 15-20 ლარზე იყიდება და ამას გამართლება არ ქვს, როცა შენი შვილების მომავალს ყიდი.

ყველა ის ხმა, რომელიც ჩენ დაგვაკელით არმოსვლით და ნიჰილიზმით წავიდა ოცნების და ბოკერიას ყულაბაში.

ცესკო დააგვიანებს პირველადი შედეგების გამოქვეყნებას და ოქმების გამოქვეყნებას. ზუსტად ვიცით, რომ თითქმის ყველა უბანზე თბილისში ოქმები არ ბალანსდება, ყველგან პრობლემაა, რადგან არჩევნები იმდენად გაყალბდა და მანიპულაციებით ჩატარდა, რომ ოქმების დაბალანსება შეუძლებელი ხდება“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მანვე საქართველოს მასშტაბით რამდენიმე უბანი დაასახელა, სადაც მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან მათ კანდიდატებზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი. მათ შორის რამდენიმე ქალაქში ადგილი ჰქონდა ელექტროენერგიის გათიშვას, რის გამოც ხმების დათვლა უშუქობაში უწევთ.

ბურჯანაძე ამბობს, რომ ეს ის უბნებია, სადაც მათი კანდიდატები ლიდერობენ.

მისი თქმით, უბნის ჩაშლის მცდელობას ჰქონდა ადგილი სამტრედიის მე-18 უბანზე, სადაც ,,დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი ლიდერობს.

,,ჩვენ ვიცით, რომ მოვიგეთ ეს უბანი, ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდოდათ უბნის ჩაშლა, დავრეკე საპატრულო პოლიციაში და მოვითხოვე სასწრაფოდ პოლიციის ეკიპაჟის მისვლა და უნდა ვთქვა, რომ პოლიციის მხრიდან, მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია ფეისბუქზე დაიდო, მე დამიკავშრდა ჯერ საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი, შემდეგ პოლიციის უფროსი, შემდეგ კომუნიკაცია შედგა ჩვენს წარმომადგენელსა და პოლიციელებს შორის და ამჯერად ვითარება უბანზე სტაბილურია და იმედი მაქვს, რომ ექსესებს ადგილი არ ექნება“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42