ფოთში, საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მას ხუთი ოპოზიციური პარტია მართავს. ფოთის 31-ე საარჩევნო უბანზე მომხდართან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატებმა პროტესტის ნიშნად აღნიშნული უბნიდან კომისიის წევრები გამოითხოვეს
„სასწრაფოდ მიიღეთ გადაწყვეტილება და ბათილად გამოაცხადეთ 31-ე უბნის შედეგი“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
„ჩემი კომისიის წევრმა უბანზე დააფიქსირა კანონდარღვევა, ის, რომ ბიულეტენებს ყრიდა კომისიის თავმჯდომარე. ტოტალურად გაყალბდა და მივიღე პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩემი დამკვირვებლები დატოვებენ უბანს, რადგან აქ ხმების დაცვას უკვე აზრი არა აქვს“ - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მერობის კანდიდატი ოთარ ხარჩილავა.
მასალის გამოყენების პირობები






