სამართლიანი არჩევნები კენჭისყრის მიმდინარეობისას უბნის დახურვის პროცესზე და დარღვევებზე საუბრობს
პოლიტიკა - 23:03, 21 Oct, 2017     1374
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 1050 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 80 მობილური ჯგუფისგან. ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 18 ოპერატორისა და 13 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.
მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა: • ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 300 საარჩევნო უბანზე; • თბილისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 350 საარჩევნო უბანზე; • ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის, ფოთის თვითმმართველი ქალაქების, ასევე, ახალციხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ყველა საარჩევნო უბანზე.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT)მეთოდოლოგიით აკვირდება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემატურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.
„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ შეფასებას კენჭისყრის მიმდინარეობისა და საარჩევნო უბნების დახურვის შესახებ PVT-ის დამკვირვებელთა 99.7%-ის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ძირითადი დასკვნები
„სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. თუმცა, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს ყველაზე პრობლემური იყო მარნეულის საარჩევნო ოლქი. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევები შედარებით მასშტაბურად დააფიქსირეს #მარნეულის საარჩევნო ოლქის 10 საარჩევნო უბანზე, მათ შორის, დარღვევებს განმეორებადი ხასიათი ჰქონდა მარნეულის 31-ე, 18-ე და 50-ე საარჩევნო უბნებზე. ხარვეზები დაფიქსირდა ასევე, რუსთავშიც სადაც დამკვირვებლებმა დარღვევების შესახებ ინფორმაცია 10 საარჩევნო უბნიდან მოგვაწოდეს.
კენჭისყრის დღეს ერთ-ერთი შესამჩნევი ტენდენცია იყო საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ სამაგიდო სიებიდან ამომრჩევლების მონაცემების ჩანიშვნის ფაქტები. ქვეყნის მასშტაბით, ასეთი ფაქტები საარჩევნო უბნების 16.8%-ზე დაფიქსირდა. იმ თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც „სამართლიანი არჩევნები“ ყველა უბანს დააკვირდა, ასეთ შემთხვევებს მხოლოდ ცალკეულ უბნებზე ჰქონდა ადგილი. თუმცა, ამ სახის ტენდენცია ყველაზე მეტად თბილისში გამოიკვეთა და საარჩევნო უბნების 74.8%-ზე დაფიქსირდა.
უბნის გახსნისა და კენჭისყრის მიმდინარეობის დროს, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაფიქსირდა დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის ფაქტები 7 საარჩევნო უბანზე; მარკირების პროცედურის დარღვევის შემთხვევები 15 საარჩევნო უბანზე; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები 3 საარჩევნო უბანზე; არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის ფაქტები 3 საარჩევნო უბანზე; არაუფლებამოსილი პირების მიერ კენჭისყრაში მონაწიელობის ფაქტები 3 საარჩევნო უბანზე; სხვის ნაცვლად ხმის მიცემის ფაქტი 1საარჩევნო უბანზე; უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცედურების დარღვევის სხვა სახის ფაქტები 50-ზე მეტ საარჩევნო უბანზე;
ამ დროისთვის წარდგენილია საუბნო კომისიებში 76 საჩივარი, საოლქო კომისიებში 88 საჩივარი, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 57 შენიშვნა.
დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით
• საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნების 97.4%-ზე ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სათანადო დოკუმენტაციით. აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის იდენტურია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის (97.7%) და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებთან (98%). ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ ამ მონაცემთან შედარებით სათანადო დოკუმენტაციის გარეშე ხმის მიცემის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მარნეულის ოლქში დაფიქსირდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42