„უპირველეს ყოვლისა, უზარმაზარი პატივისცემა, სიყვარული და მადლობა ჩვენი პარტიის ყველა მხარდამჭერს, ყველა წევრს და ამომრჩეველს, რომელმაც ჩვენ ხმა მოგვცა. ამ სრულიად უთანასწორო საარჩევნო კამპანიაში სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ფაქტიურად შიშველი ხელით იბრძოდა. მინდა მათ ვუთხრა, გულს ნუ გაიტეხთ, არაფერი არ დამთავრებულა, ყველაფერი ახლა იწყება. ჩვენი გამარჯვება ამ ნაბიჯით მოახლოვდა, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ენმ არ ყოფილიყო პოლიტიკურ რუკაზე , მაგრამ ჩვენ არა მარტო გადავრჩით, არამედ მყარად ვართ და გამარჯვებისთვის ვიბრძოდით შიშველი ხელით. მეორე რისი თქმაც მინდა ამ ე.წ წინასაარჩევნო კამპანიით ქართულმა ოცნებამ, რომელიც არც ქართულია და არც ოცნება , ლეგიტიმაციის უკანასკნელი ნატამალიც კი დაკარგა და აუცილებლად ვნახავ იმ დღეს, როდესაც ხალხი მათ ფეხებით გამოათრევს კაბინეტებიდან, რომლებსაც ყოველგვარი სამართლებრივი და მორალური საფუძვლის გარეშე იკავებენ . მესამე- ქუთაისი იმსახურებს ყველაფერს კარგს და ქუთაისელები ამას აუცილებლად მიაღწევენ.“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






