„მინდა მოვუწოდო არჩევნებზე დამკვირვებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს და არასამთავრობო სექტორს. ვისაც გაქვთ საშუალება გააგზავნეთ თქვენი დამკვირვებლები მარნეულში ვინაიდან ყველაფერი რაც იქ ხდება და განსაკუთრებით სპეცრაზმის მობილიზება, მიუთითებს იმაზე, რომ საარჩევნო დღის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით ხმების დათვლის პროცესში, იქ მოსალოდნელია ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია და სიტუაციის დესტაბილიზირება.“- განაცხადა ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძემ პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრს მიმართა და მოუწოდა, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მარნეულის მოსახლეობას თავისი არჩევანის უსაფთრხოდ და თავისუფლად დაფიქსირების საშუალება ქონდეს.
„ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე რომ მშვიდობიანად შევძლოთ მარნეულში საარჩევნო დღის დასრულება, მაგრამ პასუხისმგებლობა ყველაფერზე, დაწყებული აგრესიული ჯგუფებით და დასრულებული სპეცრაზმით, რა თქმა უნდა ეკისრება ხელისუფლებას“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






