„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა არცევნების მიმდინარეობაზე ბრიფინგი გამართა და არსებულ დარღვევებზე ისაუბრა:
„ჩვენ ვაზუსტებთ იმ საჩივრების რაოდენობას, რომელიც ამ ეტაპისთვის არის შეტანილი, როგორც თბილისში, ასევე სხვადასხვა უბანში და სხვადასხვა რეგიონში. მხოლოდ ვაკეში ამ ეტაპისთვის 60 საჩივარზე მეტი არის შეტანილი, ვაკის 76-ე უბანზე ორი საათის განმავლობაში დაფიქსირდა სამი შემთხვევა, როდესაც ადამიანი, რომელსაც მარკირება ჰქონდა გავლილი, შეეცადა შესვლას და ხმის მიცემას ამ ერთ კონკრეტულ უბანზე, ბუნებრივია ჩვენი შესაძლებლობა, რომ გავაკონტროლოთ ყველა ასეთი შემთხვევა საკმაოდ შეზღუდულია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ერთ უბანზე ორ საათში სამჯერ ჰქონდა ასეთ შემთხვევას ადგილი, არის ძალიანს აგანგაშო და იმის მანიშნებელი, რომ ეს არის დიდი პრობლემა, რომელმაც შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს სხვა ფაქტორებთან ერთად არჩევნების შედეგებზე.
დაფიქსირდა „კარუსელის“ შემთხვევები, საბურთალოს მესამე საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავამ 13-ე საარჩევნო კომისიაში, გადასატან ყუთში, რომელშიც იყო 7 საარჩევნო ბიულეტენი, აღმოჩნდა, რომ ერთი ბიულეტენი ამ შვიდიდან დაიკარგა, ჩვენ გვაქვს აუდიო ჩანაწერი, როდესაც კომისიის წევრი ადასტურებს ამას და ამბობს, რომ ეს არის დაკარგული ბიულეტენი. მინდა ყველამ კარგად გააცნობიეროს, რომ ეს არის კლასიკური მეთოდი ეგრეთ წოდებული კარუსელის ჩატარებისა, როდესაც ერთი ბიულეტენი ქრება, შემდეგ ამ ბიულეტენს ატრიალებენ ამ უბანზე და შეიძლება ოლქის მასშტაბითაც. ეს არის მასშტაბური, შემაშფოტებელი პრობლემა.
ჩვენ ასევე გვაქვს ფოტომასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ბოლნისის მესამე ოლქში შემავალ 20-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, მოსულ ამომრჩეველს ხვდება, მიყვება კაბინაში და ან მათთან ერთად, ან მათ მაგივრად ხაზავს 41-ს“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვიმა.
მასალის გამოყენების პირობები






