"ცესკო ხელს უწყობს ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის ფაქტებს"- საია
პოლიტიკა - 14:10, 21 Oct, 2017     813
საია-ს თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების მონაცემებს ინიშნავენ.

"ჩვენი დამკვირვებლების ინფორმაციით, რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების", „მემარცხენე ალიანსის" ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის" წარმომადგენლები დგანან და ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს. სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს ფაქტებში ვერ ხედავს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და ამით ხელს უწყობს ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის ფაქტებს.

საქართველოს კანონმდებლობა იმპერატიულად განმარტავს, რომ ერთიანი სიის სამაგიდო ვერსია არ არის საჯარო ინფორმაცია და, შესაბამისად, არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისათვის. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტი ერთმანეთისგან განასხვავებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ორ ვერსიას: საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ სიას (ე.წ. სამაგიდო სიას) და სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას.

სამაგიდო სიაში, სიის საჯარო ვერსიისგან განსხვავებით, ამომრჩევლის სხვა მონაცემებთან ერთად, აღნიშნულია ამომრჩევლის პირადი ნომერი, რაც წარმოადგენს ამომრჩევლის პერსონალურ ინფორმაციას. სამაგიდო სიებში ასევე ფიქსირდება უბანზე მისული ამომრჩევლის ხელმოწერა.

ცესკო-ს 2012 წლის დადგენილების თანახმად (N 42/2012 - ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ, მუხლი 1.3), „კენჭისყრის შენობაში დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციისა თუ მასალის გადაღება, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება, მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსია.“

ამგვარად, ვინაიდან სიის სამაგიდო ვერსია არ არის საჯარო ინფორმაცია, შესაბამისად - არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის, განურჩევლად იმისა, მესამე პირთა ინტერესი ამ სიიდან პერსონალური ინფორმაციის ამოწერაა თუ არა. ამასთან, ამომრჩევლის მხოლოდ რეგისტრაციის ნომრის საფუძველზეც მარტივადაა შესაძლებელი, სიის საჯარო ვერსიის მეშვეობით, სიაში რიგითი ნომრის მფლობელი ამომრჩევლის ვინაობის იდენტიფიცირება.

მსგავსი ფაქტები და მათი მასშტაბი სერიოზულ ეჭვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური სუბიექტების ინტერესია არა უბანზე მისული ამომრჩევლის რაოდენობის, არამედ უბანზე მოსული ამომრჩევლების ვინაობის დადგენა და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი, რაც გამოიხატება უბნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის აღრიცხვასა და არმისული ამომრჩევლის იდენტიფიცირებაში (რათა, სავარაუდოდ, მოხდეს მათი მობილიზება და არჩევნებზე მიყვანა.)

ყოველივე ზემოაღნიშნული კი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, კერძოდ:

- საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის თანახმად, უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინება.

- საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი პრინციპია კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.

ამასთან, ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსი (2002), რომელშიც თავმოყრილია დემოკრატიული არჩევნების კარგი პრაქტიკის მაგალითები, ამბობს შემდეგს: ამომრჩეველთა სიები უნდა ქვეყნდებოდეს, თუმცა არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა სია არ უნდა ქვეყნდებოდეს. აღნიშნული სწორედ იმას გულისხმობს, რომ არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმის თაობაზე, ვინ მიიღო და ვინ არა მონაწილეობა არჩევნებში.

მოვუწოდებთ ცესკოს და ყველა შესაბამის სუბიექტს, იმოქმედოს საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით და უზრუნველყონ კანონმდებლობით აკრძალული ქმედებების შეწყვეტა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42