„1-ელ ოქტომბერს დაგვაჭერით ხახვი და ახლა მეორე დიდი ხახვი იქონიეთ“ - თეა წულუკიანი არჩევნებზე
პოლიტიკა - 13:27, 21 Oct, 2017     15074

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ტეა წულიკიანი თვითმმართველობის არჩევნეს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„მე დღეს ჩემი არჩევანი გავაკეთე და, როგორც 2012 წელს, შემოვხაზე 41. ეს ის ძალაა, რომელიც ბევრს მუშაობს, ბევრს აშენებს, მათ შორის კანონებით, ბევრს აუმჯობესებს, ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას, გზას ხსნის ევროპისკენ და, მისდამი მრავალი მწვავე კრიტიკისა და დაუმსახურებელი აგრესიის მიუხედავად, ბოლომდე უზრუნველყოფს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მაღალ ხარისხს. დიახ, კვლავ არსებობს ბევრი პრობლემა, სოციალური პირველ რიგში, მაგრამ 41 ის ძალაა, ვინც ქვეყანაში რეფორმები გაატარა და ატარებს, მოსამართლე და პროკურორი პარტიისგან გაათავისუფლა, მოგვცა ევროპასთან უვიზო რეჟიმი,

და ჩვენს ქვეყანაში მინიმუმ 4 პროცენტიანი, ზოგიერთი ძლიერი სახელმწიფოსთვისაც წარმოუდგენელი, ეკონომიკური ზრდა უზრუნველყო. ჰოდა, ამიტომ.

ეს არჩევანი გავაკეთე და უბნიდან ქუჩაში ორ ქალბატონთან ერთად ბაასით გამოვედი თუ არა, წინ ამეტუზა, მოფერებით ვიტყვი, ნაცულიკების (ძველის თუ ძალით გაპატიოსნებულის, რა მნიშვნელობა აქვს) წარმომადგენელ/დამკვირვებელი გულზე დიდი „ბეჯით“. გამეცნო. ქალბატონი იმ გიორგი ცააძის და აღმოჩნდა, რომელმაც კორტებთან ვაზაგაშვილს ესროლა და თუ სწორად მახსოვს, უბრალოდ კი არ ესროლა, არამედ საკონტროლი დაახალა.

მან დაიყვირა: „უსინდისოებო, ნაძირლებო, რატომ გიზით ჩემი ძმა ციხეში?!“ და დაამატა: „თქვენ კი ის ქალი ხართ, რომელმაც ჩემი ძმის წინააღმდეგ იუსტიციის სახლთან მემორიალი დადგით“.

„მემორიალი დაიდგა და არ მოიხსნება, სანამ მე ვარ მინისტრი“ - მივუგე მშვიდად. ამ ნათქვამმა ის უბრალოდ კი არ გააღიზიანა, მან ძაგძაგით დაიწყო კივილი, ამბობდა, რომ ჩვენ (აქეთ ჩვენ) ვართ უსინდისოები, რადგან მისი უმწიკვლო ძმა არ უნდა იჯდეს ციხეში. შევეცადე მშვიდად ამეხსნა, რომ მოსამართლემ სხვაგვარად ჩათვალა და მისი ძმა ორივე ინსტანციამ დამნაშავედ ცნო.

ვამბობ ამას და ვხედავ, რომ ის ისევ „კივა“.

„ბიჭებს რომ ქუჩაში ხოცავდით, მაშინ რატომ არ ისმოდა თქვენი კივილი?“ - პირველი ოქტომბრის ხმით დავიღრიალე. და მორიგჯერ მივხვდი, რომ თავშეკავებას, მუდმივად ძველის გახსენების ნაცვლად მომავლისკენ მზერას, მოკრძალებას სახელად „საქმე ხომ ისედაც ჩანს“ და ამგვარ რამეებს, რასაც „ოცნება“ ქადაგებს, მგონი ჯერ კიდევ არ აქვს გასავალი.

რაკი ამ ყველაფერს ჯერ კიდევ არ აქვს გასავალი, მაშინ ასე ვიტყვი, ეს ხომ ჩემი პირადი გვერდია:

ერთი 1 ოქტომბერს დაგვაჭერით მე და ჩემიანებს 140 000 ამომრჩევლიან ურთულეს ნაძალადევში დიდი ხახვი, და ახლა დამოუკიდებელი მოსამართლის მიერ მოსჯილ დამსახურებულ სასჯელს რომ მოიხდით წლების მერე, მეორე დიდი ხახვი იქონიეთ თან, იუსტიციის სახლის წინ მემორიალთან დასაჭრელად გამოგადგებათ. ეს იცით სადაა? აი, იქ სადაც კორტები გაუჩეხეთ თბილისს, სადაც ახალგაზრები ჩაცხრილეთ და სადაც მერე სანთლებს და ყვავილებს უნადგურებდით იურა ვაზაგაშვილს, შვილის სიკვდილის ადგილას რომ მიჰქონდა ყოველ დღე!

არა, დღეს თქვენ ხმა კვლავ არ უნდა მოგცეთ ხალხმა.

დღეს კორტებგაჩეხილი თბილისი კახიმ უნდა გადაიბაროს“, - წერს თეა წულუკიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42