"ქუთაისში 125-ე უბანზე შპს "პრეს მედიის" წარმომადგენლები გაყალბებული მოწმობებით იმყოფებიან"- თამარ ჩუგოშვილი
პოლიტიკა - 12:53, 21 Oct, 2017     1072
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით რამდენიმე საარჩევნო უბანზე, მათ შორის ქუთაისის 59-ე ოლქის N125 საარჩევნო უბანზე, სხვადასხვა პირების უკანონოდ ყოფნის ფაქტი ფიქსირდება.

მისი თქმით, საუბარია შპს „პრეს მედიის“ წარმომადგენლებზე, რომლებიც ბეჯებით იმყოფებიან საარჩევნო უბნებზე, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბაზაში გადამოწმების შედეგად, ირკვევა, რომ ეს პირები არ არიან დარეგისტრირებულები, როგორც დამკვირვებლები.

„აღნიშნული პირები წარმოდგენილი არიან გაყალბებული მოწმობებით და ამგვარად ცდილობენ საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლას. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს პიროვნებები წარმოადგენენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს. ჟურნალისტებს და დამკვირვებლებს ვთხოვთ გადაამოწმონ ეს ინფორმაცია. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ წარვმართოთ დღევანდელი დღე და დღევანდელი პროცესი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დღევანდელმა დღემ ჩაიაროს მშვიდ საარჩევნო გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით და მინიმალური დარღვევებით“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პირებმა, რომლებიც კანონდარღვევით იმყოფებიან საარჩევნო უბანზე, დატოვონ აღნიშნული უბანი, ასევე, შესაბამისი რეაგირება მოახდინონ სახელმწიფო უწყებებმა, კერძოდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე რაიმე სხვა სახის დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება და არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

„ქართული ოცნების“ წევრმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42