„ჩვენი მონაცემებით, აქტივობა არის დაბალი,“ – „ლიდერთა საბჭო“ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 12:42, 21 Oct, 2017     994

ოპოზიციური პარტიების „ლიდერთა საბჭო“-მ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც პარტიების ლიდერებმა არცევნების მიმდინარეობისას არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. მათ ასევე მოუწოდეს მოსახლეობას მაქსიმალური აქტიურობისკენ:

„ჩვენ დღეს გვაერთიანებს ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესი, დღეს ის დღეა როდესაც ძალაუფლება გადაეცემა ხოლმე ხალხს და ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს ის თუ როგორი იქნება ხვალინდელი დღე თვითმმართველობის ორგანოებში. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ვართ კონკურენტები, გვაქვს ჩვენი გეგმები და ამოცანები ამ არჩევნებში, გვაქვს უზენაესი ამოცანა, ქვეყანაში იყოს სამართლიანი არჩევნები, მოქალაქეებს ჰქონდეთ თავიანთი პოლიტიკური ნების თავისუფალი გამოვლინების საშუალება და ეს უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსის უზენაესი მიზანი, ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსისაც და ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსისაც. სამწუხაროდ ამას ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ და ამიტომ არის ჩვენი სახელმწიფო ნაკლული. სახელისუფლებო ბერკეტის გამოყენება არასწორი გზით, საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად თუ გასამყარებლად, ეს არის პოლიტიკური ქურდობა. მე ვისურვებდი, რომ უახლოეს არჩევნებზე, ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი იდგეს ერთად და ერთად ვიბრძოდეთ სამართლიანი და ტავისუფალი არჩევნებისთვის. დღეს ყველამ უნდა მოვძებნოთ დრო, რწმენა რაც არ უნდა იმედგაცრუებულები ვიყოთ და მივიდეთ არჩევნებზე, ამ წუთისათვის, ჩვენი მონაცემებით, აქტივობა არის დაბალი, რაც არის სახელისუფლებო ამოცანა. ამიტომ, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ საკუთარი არჩევანი, დანარჩენს დღის ბოლოს გვიჩვენებს ის ვითარება, რაც იქნება უბნებზე. ვისურვებდი, რომ ჩვენ ნაკლები საფუძველი გქვონდეს პრეტენზიისა და საჩივრის. თუმცა, მეეჭვება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42