პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს
პოლიტიკა - 12:43, 21 Oct, 2017     762
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს.

პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ათივე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა. იმ დაწესებულებებში, სადაც საარჩევნო უბანი არ არის, ხმის მიცემის პროცედურა გადასატანი ყუთის მეშვეობით მიმდინარეობს.

პენიტენციურ დაწესებულებებში ხმას აძლევენ ბრალდებულები და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები, ასევე, ის თანამშრომლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან.

საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს აკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N მე-8 პენიტენციურ დაწესებულების N 113-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კვარაცხელიამ განაცხადა, რომ დაწესებულების საარჩევნო უბანზე აქტივობა წინა წლებთან შედარებით მაღალია და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ წარმომადგენელმა სულხან სახვაძემ აღნიშნა, საარჩევნო უბანი დროულად, 8 საათზე გაიხსნა და არანაირი დარღვევა არ ყოფილა.

მსჯავრდებულ ა.შ-ის თქმით, აუცილებელია არჩევნებზე ყველა მოქალაქემ და მათ შორის მსჯავრდებულებმაც დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს უფლება გამოვხატო ჩემი პოზიცია. ჩვენს ქვეყანას წინსვლა სჭირდება და ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, არჩევნებზე ყველა მოვიდეს და თავისი არჩევანი დააფიქსიროს,“ - განაცხადა მსჯავრდებულმა.

გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნები გახსნილია: N 9 (ერთი უბანი), N 8 და N 18 (ორი უბანი), N 16 (ერთი უბანი), N17 (ერთი უბანი), N 5 და N 6 (ერთი უბანი), N15 და N19 (ერთი უბანი), N14 (ერთი უბანი), N2 (ერთი უბანი), N3 (ერთი უბანი) დაწესებულებებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42