„დღეს შევიკრიბეთ ოპოზიციური პარტიის ლიდერები იმისათვის, რომ მოვახდინოთ დღევანდელ არცევნებზე მონიტორინგი და არ დავუშვათ ის, რაც იყო 2016 წელს, როცა ხელისუფლებას სრული კარტბლანში ჰქონდა, იმისათვის, რომ შედეგებზე გარკვეული მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოეხდინა. დღეს უკვე გარკვეული ფაქტები გვაქვს, მიდის ზეწოლა საარჩევნო კომისიის წევრებზე, არის მთელი რიგი დარღვევები და ამაზე ჩვენი წარმომადგენლები წერენ საჩივრებს, აკეთებენ განცხადებებს ამის თაობაზე“, - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.
ნინო ბურჯანაძე ამომრჩეველს მოუწოდებს მივიდნენ არცევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი:
„უპრეცენდენტოა, როდესაც სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ხედვების, პოლიტიკური ორიენტაციების და პოლიტიკური სიმპათიების მქონე პარტიები შეიკრიბნენ ერთად, ჩვენი ერთადერთი ამოცანაა დავიცვათ არჩევნები, დავიცვათ თქვენი ხმები და მინდა მოვუწოდო ყველას, მობრზანდით არჩევნებზე. ჩვენ, აქ მყოფი ადამიანები წარმოვადგენთ ერთმანეთთან ოპოზიციურ რეჟიმში მყოფ ძალებს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






