პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საკუთარი არჩევანი მთაწმინდის ნომერ მე-15 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. უგულავა ხმის მისაცემად მარტო იმყოფებოდა:
"მთავარი არის დღეს მოქალაქეების აქტიურობა. თუ იქნება აქტიურობა, ხელისუფლება დამარცხდება. შეუძლებელია ამ სტატუს-კვოს შენარჩუნება თბილისსა და რეგიონებში, ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო აქტიურობისა და რაც მთავარია, ცვლილებების, განვითარების, ევროპისკენ ნაბიჯის მხარდაჭერისკენ. თბილისში განსაკუთრებით აუცილებელია ეს ცვლილებები იმისათვის, რომ ის გაყინული მდგომარეობა, უკუსვლა და ის უპატრონობა, რაც თბილისსა და რეგიონებში სუფევს, უნდა დასრულდეს ამ არჩევნებით. ამის შესაძლებლობა არის, თუ მოქალაქეები იაქტიურებენ. იმედი მაქვს, ჩვენი მოქალაქეები იმ არჩევანს გააკეთებენ დღეს, რომ ერთ კარგ დიდ სილას გააწნიან "ქართულ ოცნებას", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






