თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის წარმომადგენლების თქმით მმართველი გუნდის მიერ ამომრჩევლზე ზეწოლა მიმდინარეობს და „ქართული ოცნების“ კოორდინატორები აკონტროლებენ უბნებზე ამომრჩევლის მისვლას, შესაბამის სიებს ადგენენ და ამომრჩეველს უბანზე მისვლას აიძულებენ:
„ქართული ოცნების მხრიდან აგიტატორების დიდი მასაა ჩართული. აქვთ ბლანკები რომელშიც აფიქსირებენ ვინ მოვიდა. რეგისტრატორებიდან იღებენ ინფორმაციას. აქ არიან სატელიტი პარტიის წევრებიც, მემარცხენე ალიანსის წარმომადგენლები მუშაობენ ქართულ ოცნებაზე 51-ე უბანზე. სიების განახლების შემდეგ ეს სიები გადაეცემათ აგიტატორებს, რომლებიც შემდეგ ამომრჩეველზე მუშაობას და ზეწოლას იწყებენ“- გაანცხადა ირაკლი კუპრაძემ.
დარღვევებზე საუბრობს ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვანო ნორაკიძეც, მისი თქმით დიდუბისა და ვაკის საარჩევნო უბნებში ხდება არჩევნებზე ხალხის ძალით მიყვანა შედგენილი სიების მიხედვით
„დიდუბე 34,35,36 უბანი, სამივეგან შავებში ჩაცმული მამაკაცები დგანან არავინ არი იცის ეს ხალხი ვისი თანამშრომლები არიან , მაგრამ ვხვდებით ვისი თანამშრომლებიც არიან. ხდება არჩევნებზე ხალხის ძალით მიყვანა შედგენილი სიების მიხედვით.“- განაცხადა ვანო ნორაკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






