ირაკლი ბარძიმაძე აცხადებს, რომ გუშინ, დაახლოებით 21:30 საათზე ოცნების ერთ-ერთი მაჟოროტარობის კანდიდატის შვილი დაესხა თავს.
“საღამოს, "ქართული ოცნების" შტაბში, საუბნო-სარჩევნო კომისიის წევრები შეკრიბეს იმისათვის, რომ გაყალბების ინსტრუქციები მიეცათ. მე ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს მივაწოდე და როგორც ჩანს, მისმენდნენ. პარალელურად, ჩემი შტაბიდან გამოსულმა დავინახე, რომ "ოცნებიდან" ქალები გამოდიოდნენ, ავბრუნდი ოფისში, კამერა ავიღე, მანქანით ჩავუარე "ოცნების" შტაბს და ვიღებდი ამ ფაქტს. ეს დაინახა გიორგი ბალიაშვილმა, გამომყვა უკან, დაიწყო ყვირილი, რაც გადაიღე წაშალეო. გადმოვედი მანქანიდან და ვუთხარი, რომ არ წავშლიდი. ამ დროს, უკნიდან მომეპარა და თავში ჩამარტყა. შევბრუნდი რომ დამეჭირა როგორც დამნაშავე, მაგრამ გამექცა“, - ამბობს ბარამიძე.
პარტია “ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბში ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.
"ეს იყო პროვოკაცია ნაცების მხროდან, არავის არავინ უცემია“, - აცხადებს ქართული ოცნების, ახალციხის შტაბის ხელმძღავნელი გიორგი გვარამაძე.
მასალის გამოყენების პირობები






