პრეზიდენტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდა
პოლიტიკა - 17:44, 20 Oct, 2017     479
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო მისიას საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ გამოჩენილი ინტერესისათვის და აღნიშნა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დემოკრატიის სავარჯიშოს განხორციელებისას, როგორიც თვითმმართველობის არჩევნებია, NDI ყოველთვის უერთდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაძლიერების ძალისხმევას.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის არჩევნებზე დაკვირვებას საქართველო აღიქვამს, როგორც მეგობრების დახმარებას, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში მეთოდების და გზების დახვეწაზე ზრუნავენ.

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძემ ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო შეაფასა.

კახა კოჟორიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილებოდა და შეფასდა მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში მომხდარი დარღვევები და პოზიტიური ტენდენციები. მთლიანობაში, კი მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. "კარგია, რომ დებატები შედგა და იყო მეტნაკლებად შინაარსობრივი განხილვები, თუმცა ცხადია პრობლემები რჩება. ძალიან დიდი პრობლემაა უთანაბრობა პარტიებს შორის დაფინანსების თვალსაზრისით. ასევე პრობლემაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მათ შორის, იმ ფორმით, როდესაც შესაძლოა, ადამიანები იძულებულნი ხდებოდნენ ფიზიკური არსებობისთვის აუცილებელი ხელფასის დაკარგვის შიშით შეესრულებინათ გარკვეული პარტიული დავალებები, იცით რომ ასეთი ფაქტების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია და ამას გამოძიება სჭირდება", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

მისი განცხადებით, მსგავსი ფაქტები შეიძლება იყოს არა მარტო საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, არამედ იმის დარღვევა რაც ასე ზარ-ზეიმით ჩაიწერა კონსტიტუციაში - ღირსების უფლების დარღვევა, რასაც ცხადია გამოძიება.

"ასევე, გამოძიება სჭირდება იმ სამწუხარო ფაქტსაც, რომელსაც გუშინ ჰქონდა ადგილი მარნეულში. ძალიან მნიშვნელოვანია ხვალ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა, საქართველოს მოქალაქეებმა შეასრულონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი, მივიდნენ არჩევნებზე და იაქტიურონ. ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გადადგამს ნაბიჯს წინ დემოკრატიული განვითარებისკენ", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა ტორნტონის განცხადებით, საქართველოში არსებულ საარჩევნო მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება კვირას გაკეთდება, როცა მისიას ექნება სრული ინფორმაცია, სწორედ ამის შემდეგ გაიცემა წინასწარი დასკვნები და რეკომენდაციები.

რაც შეეხება მარნეულის ინციდენტს, ლორა ტორნტონის განცხადებით, მისიისათვის ინფორმაცია ჯერ სრულად ნათელი არ არის: "ჩვენ არ ვიცით რა მოხდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალადობა - არის ეს პოლიტიკური, თუ არა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში ამომრჩევლისთვის არასასიამოვნო გარემოს ქმნის. ასე რომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამომრჩეველი იგრძნობს ხმის მიცემის ძალაუფლებას და ძალადობის ინციდენტები აღარ იქნება", - ლორა ტორნტონმა.

როგორც ევრაზიის პარტნიორობის ფონდის კონსულტანტმა პერ გორან ეკლუნდმა განაცხადა, მისია დაინტერესდა, როგორ აფასებს სახელმწიფოს მეთაური საარჩევნო გარემოს და რა შეხედულებები აქვს მას წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი მოვლენების, პოლიტიკურ კლიმატის და მიმდინარე რეფორმების შესახებ.

"ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრა, რათა მოვისმინოთ მისი საარჩევნო გარემოს შეფასება და შეხედულებები წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი მოვლენების, პოლიტიკურ კლიმატის და მომავალი რეფორმების შესახებ.

ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს პერსპექტივას აფართოებს და ჩვენს სადამკვირვებლო საქმიანობას ამარტივებს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმას, რომ პრეზიდენტმა გამოყო დრო ჩვენთან შესახვედრად და მოსაზრებების გასაზიარებლად", - აღნიშნა ეკლუნდმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42