„ქართული მარში“ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და ოპოზიციას ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 16:35, 20 Oct, 2017     2108
„ქართული მარში“ 2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გააკეთა.

სანდრო ბრეგაძის თქმით, დღევანდელ პირობებში ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვება გამორიცხულია, რადგან როგორც თბილისში ასევე რეგიონებშიც მიმდინარეობს ხმებით ვაჭრობა და ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები მხარს მმართველი ძალის კანდიდატებს უჭერენ. ბრეგაძემ ამის მაგალთად „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ფრიდონ ინჯია მოიყვანა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური ძალის სიის მეორე ნომერი მხარს უჭერს არა თავისი პარტიის ლიდერს, ირმა ინაშვილს, არამედ კახა კალაძეს.

მისი აზრით, ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ, არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე ნაკლები მივა, რაც იმის მაჩვენებელი იქნება, რომ დამტკიცებული ადგილობრივი თვითმმართველობა არის დაბალი ლეგიტიმაციის.

„ეს იქნება გზავნილი იქნება მსოფლიოსათვისაც, რომ ეს საკრებულოები, მერები, გამგებლები არ წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას“- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ბრეგაძის განცხადებით, მათ ოპოზიციურ პარტიებს ბოიკოტისკენ მოუწოდეს, თუმცა ისინი ამაზე არ დათაბხმდნენ:

„როდესაც იცი, რომ შანსი არ გაქვს არჩევნებში, რატომ მიდიხარ? იმიტომ, რომ სხვა რაღაც გაინტერესებს. ბოკერიას პარტია მმართველი გუნდის ხელდასხმით არის შექმნილი და ხოშტარია „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს.“- განაცხადა ბრეგაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42