ორი კურდღლის მადევარი... ოპოზიცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მოღალატეობრივს უწოდებს
პოლიტიკა - 14:47, 20 Oct, 2017     1430
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გუშინ მიღებული გადაწყვეტილება მიუღებელია არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის. მაგალითად, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ქვეყნის პირველ პირს „მოღალატეობრივი“ გადაწყვეტილების მიღების გამო საყვედურობს.


,,დანაშაული ერისა და კანონის წინაშე, რომელიც პოლიტიკურად შეცდენილმა პრეზიდენტმა ჩაიდინა“- ამბობს თემის კომენტირებისას “ლეიბორისტების“ ლიდერი.

"ეს იყო მიღალატეობრივი გადაწყვეტილება, პრეზიდენტმა პრეზიდენტის ინსტიტუტის გადაწყვეტილებას თვითონ მოაწერა ხელი. მან შესძინა ლეგიტიმურობის ხარისხი ოლიგარქიულ, ერთპარტიული, უზურპატორულ დოკუმენტს, რასაც ჰქვია საკონსტიტუციო ცვლილებები და ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევა.

მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა ბოროტმოქმედს, დამნაშავეს და პოლიტიკურად შეცდენილს, რაც გააკეთა ამ პიროვნებამ გუშინ. ეს იყო ყოვლად დაუშვებელი დანაშაული კანონის, ერის წინაშე. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მას, სანამ კიდევ ახალ სისულელეს გააკეთებინებენ და უფრო ღრმად ჩაითრევენ ანტიკონსტიტუციური გადატრიალების ჭაობში და სანამ მისი სახელი შავი ასოებით შევა ისტორიაში, გადადგეს, გამოიწვიოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და ახლა პრეზიდენტი იმედია მოუგრეხს რქებს იმას, ვისაც უნდა რომ ხალხს მოუგრიხოს რქები",- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდრს კი ქართული ანდაზა გაახსენდა: „ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო“.

მამუკა კაციტაძისთვის გაუგებარია არგუმენტები, რის საფუძველზეც პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მიერ შემუშაბევულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

"რა აქვს მხედველობაში პრეზიდენტს და მისი ხელმოწერით, რატომ უნდა დაიწყოს რევოლუცია საქართველოში ვერ ვხვდები. ნახევრად ხუმრობით, ერთი ანდაზა გამახსენდა, ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო, რადგან თან გინდა იყო პრინციპული, თან გინდა იყო თანმიმდევრული, თან ამავდროულად კონსტრუქცივიზმის გაზავება გინდა ამ ყველაფერში, ბოლოს იღებ ვერაფერს. როგორც ჩანს კონსტიტუციით მარტო ვენეციის კომისია არაა გაწბილებული. ბევრი გაწბილდა ამ ფაქტით", - განაცხადა კაციტაძემ.

"ეროვნულ დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერი უკვე მიღებულ და ხელმოწერილ დოკუმენტს "ქართული ოცნების" პარტიულ წესდებას უწოდებს. მისი თქმით, პრეზიდენტმა დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა.

„სახელმწიფო ინტერესები და სტაბილურობის გარანტი არის სამართლიანი კონსტიტუცია, რომელიც ყველას ეკუთვნის. მაშინ როცა ერთის მხრივ ამბობ, რომ კონსტიტუცია არის ერთპარტიული და ამის პარალელურად აცხადებ, რომ ხელმოწერა საჭიროა იმისთვის, რომ იყოს სტაბილურობა, რასაც მოითხოვს სახელმწიფოებრივი ინტერესები, ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია. ასევე მიუღებელია შეგუება უსამართლობასთან და იმ სიმახინჯესთან, რომელიც კონსტიტუციის სახით ქართულმა ოცნებამ შემოგვთავაზა. რეალურად, ეს არის მმართველი პარტიის წესდება. პრეზიდენტმა გუშინ დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, როცა დოკუმენტს ხელი მოაწერა“- თქვა ქარდავამ.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „კატასტროფა“ უწოდა ნინო ბურჯანაძემაც.

„გაოგნებული ვუყურებდი პრეზიდენტის ამ განცხადებას. ბოლო პერიოდის განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტი თითქოს რაღაცას ემსგავსებოდა. თუმცა გუშინ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად მიუღებელია. სწორედ რომ ანტისახელმწიფოებრივია. დიახ, ქართულ ოცნებას უნდა აეღო ეს პასუხისმგებლობა. მარგველაშვილის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ პრეზიდენტად უნდა აირჩიო ის, ვისაც პრეზიდენტობა შეუძლია და არა ის ვისაც პრეზიდენტობა უნდა ან მისი პრეზიდენტობა მეგობარს უნდა“- განმარტა „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა.

არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ერთადერთი ვისაც მარგველაშვილის გადაწყვეტილება მოსწონს ეს "შენების მოძრაობის" ლიდერია.

"მესმის, რომ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხში მას სრულ თანადგომას ვუცხადებ"- თქვა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ მარგველაშვილის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივია.

„ეს კონსტიტუცია საქართველოში იმოქმედებს ამ პრეზიდენტის შემდეგაც, ამ ხელისუფლების შემდეგაც, რადგან კონსტიტუცია არის ქვეყნის ფუნდამენტი და სახელმწიფოებრიობის საფუძველი. ამიტომ ამ კონსტიტუციის ნაკლულად მიღება, რომელსაც პრეზიდენტის, ანუ სახელმწიფოს მეთაურის ხელმოწერა არ ექნებოდა, ეს სერიოზულად დააკნინებდა კონსტიტუციის მნიშვნელობას სახელმწიფოსთვის.

მესმის, რომ პრეზიდენტს ადამიანურად და პოლიტიკურად მძიმე გადაწყვეტილების მიღებამ მოუწია, მაგრამ ვთვლი, რომ ეს იყო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება.

ამიტომ დიახ, პრეზიდენტები, სხვა თანამდებობის პირები, ზოგჯერ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ჩვენი სწორი გადაწყვეტილებების გამო, ბევრი გაგვაკრიტიკებს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42