სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 14:27, 20 Oct, 2017     958

„საქართველო - სომხეთის სამართლებრივი თანამშრომლობის მე-2 ფორუმის“ ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სომხეთის იუსტიიციის მინისტრს დავით არუთინიანს უმასპინძლა.

შეხვედრის მთავარ საკითხებს სომხეთ - საქართველოს პარტნიორული კავშირების გაღრმავება და საქართველოს მიერ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროებში გატარებული და დაგეგმილი რეფორმების გაცნობა წარმოადგენდა.

შეხვედრაზე კახა კახიშვლმა საქართველო - სომხეთის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და მჭიდრო მეზობლურ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის გამოცდილება მნიშვნელოვანია სამომავლო თანამშრომლობისთვის.

მინისტრმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული, ასევე, მიმდინარე რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. კახა კახიშილის განცხადებით, უწყების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რესოციალიზაცია, პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს. საუბარი შეეხო პენიტენციური ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასაც.

როგორც სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში გატარებული რეფორმები.

„ჩვენი მთავარი მიზანი იმ გამოცდილების გაზიარებაა, რასაც საქართველომ სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ამ სფეროში მნიშვნელოვანი წარმატება აქვს. სომხეთი ახლა გეგმვას სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებას და საქართველოს გამოცდილება მნიშნელოვნად დაგვეხმარება“- აღნიშნა სომხეთის იუსტიციის მინისტრმა დავით არუთინიანმა.

სტუმარებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი დაათვალიერეს.

„საქართველო - სომხეთის სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმი“ რიგით მეორეა და ის 2015 წელს ერევანში ჩატარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42