ზეწოლა, არათანაბარი მედიაგარემო და დაფინანსების საკითხი - რაზე ისაუბრეს ოპოზიციის ლიდერებმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე
პოლიტიკა - 14:42, 20 Oct, 2017     1352
პოლიტიკურ ლიდერთა საბჭო, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მათ მიერ მომზადებული ანგარიში დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს გააცნეს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამ ძირითად მიმართულებაზე ამახვილებენ ყურადღებას: არჩევნებში ჩართულ კანდიდატებზე ზეწოლა, მედია გარემო და დაფინანსების საკითხი. ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ დაფინანსებისა და მედიიაში გაშუქების კუთხით უპირატეს მდგომარეობაში არის ჩაყენებული მმართველი პოლიტიკური ძალა.

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები აშკარაა.

"მედია გარემო მონოპოლიზებულია ერთი პოლიტიკური ძალის მიერ. ხელისუფლებას მკვეთრად უპირატესობა აქვს ამ თვალსაზრისით. კიდევ უფრო დიდი უპირატესობა აქვს დაფინანსების თვალსაზრისით 90% დამფინანსებლებისა არის "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, 10 % კი ყველა დანარჩენი პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ. ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები აშკარაა"- განაცხადა კაციტაძემ.

ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს არჩევნების დღეს საარჩევნო კარუსელი დაატრიალოს, რასაც ბაჩუკი ქარდავას თქმით ოპოზიცია არ დაუშვებს.

"ხელისუფლება ემზადება გაყალბებისთვის, ვემზადებით ჩვენც - რომ არ დაუშვათ მათი მცდელობა გააყალბოს არჩევნები. მმართველი პოლიტიკური ძალა ხვდება, რომ მას ამომრჩევლის მხარდაჭერა არ აქვს ამიტომ ცდილობს ყველა ბერკეტი - დაშვებული თუ დაუშვებელი გამოიყენოს იმისთვის, რომ პირველ ტურში მიაღწიოს წარმატებას. დღეს არ არის ის სურათი რომ პირველ ტურში რომელიმე კანდიდატმა მიაღწიოს გამარჯვებას პირველივე წუთში. სწორედ ამიტომ ხელისუფლება ბაგა-ბაღების დირექტორების, სკოლის დირექტორების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ცდილობს არჩევნების დღეს საარჩევნო კარუსელი დაატრიალოს. თუმცა ჩვენ ამის დაშვებას არ ვაპირებთ და სწორედ ამის თქმა გვინდა დიპლომატებისთვის, რომლებსაც ახლა ვხვდებით.

რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან სერიოზული დარღვევები იყო, რომელიც შეეხებოდა არათანაბარ ფინანსურ მდგომარეობას, ეს ეხებოდა მედია გარემოს, რომელიც სრულად მონპოლიზებულია ქართული ოცნების მიერ. ამას ემატება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რომლის შესახებაც თითქმის ყოველ საღამოს ვიგებთ ტელე-ეთერიდან"- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

მისი თქმით, ის რომ წინასაარჩევნო პერიოდში "ქვებისა და თოფების" სროლა ტოტალური ხასიათის არ არის, არ ნიშნავს იმას რომ არჩევნები არის სამართლიანი.

"დემოკრატიული საქართველოს" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მთელი ოპოზიციური სპექტრი თანხმდება იმის შესახებ, რომ საარჩევნო გარემო არათანაბარი და არასამართლიანია.

ბურჯანაძემ დღეს საქართველოში აშშ-ის ელჩის არჩევნების შესახებ გაკეთებული განცხადებაც გააკრიტიკა. მისი თქმით, იან კელიმ სპეციალურად იჩქარა საარჩევნო გარემოს შეფასება.

"ყველა ოპოზიციური პარტია საუბრობს იმაზე, რომ წინასაარჩევნო გარემო არ არის თანაბარი და, ამის ფონზე, იან კელი აკეთებს განცხადებას, რომ წინასაარჩევნო გარემო არის პოზიტიური. ბურჯანაძის შეფასებით, ეს უცნაურია"- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი კი შეხვედრაზე ყოფილი პრემიერის "დანაშაულებრივი გზით ნაშოვნი მილიარდების" გაყინვის ინიციატივას დააყენა.

შალვა ნათელაშვილი წინასაარჩევნო პერიოდს "წინასაძალადე პერიოდს" უწოდებს. მისი თქმით ხელისუფლება არჩევნების გაყალბების შემთხვევაში უმკაცრეს პასუხს მიიღებს. "სინანული გვიანი იქნება"- ამბობს ის.

"სწორედ ეს ფული იქცა ჩვენი ქვეყნის უბედურების სათავედ და ეს ანგარიშები უნდა იქნას გაყინული და დაყადაღებული ევროპა-ამერიკის ბანკებში სწორედ ამ საკითხზე მექნება საუბარი დიპლომატიურ კორპუსთან.

"შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი არასამართლიან გარემოზე საუბრობს და პასუხისმგებლობას მმართველ პოლიტიკურ ძალას აკისრებს.

"ცენტრალიზებულად ხელისუფლება და მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები ასე, ხმაშეწყობილად, გეგმაზომიერად მუშაობენ. ყველა პრობლემა გამოწვეულია ხელსიუფლების მიერ აღებული სოციალისტური გეგმა -ვალდებულებით რომ ყველგან და ყველაფერში უნდა გაიმარჯვონ"- ამბობს უსუფაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42