მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში გვიან ღამით, „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. მათ გადაუდებელი ოპერაცია მარნეულის საავადმყოფოში ცაუტარდათ.
საავადმყოფოში დაჭრილების ოჯახის წევრები დილიდან იმყოფებიან. მათი თქმით, თავდამსხმელი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში მყოფ არცერთ პირს არ დაუნახავს, შესაბამისად ოჯახებისთვის უცნობია, როგორც თავდამსხმელის ვინაობა, ასევე მოტივი.
მათივე ინფორმაციით, პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ავტომატით იყო შეიარაღებული:
„იძახიან ჯერ მდგომარეობა მძიმეა. ორია მძიმედ დაჭრილი. პალატკა აქვთ, სადაც ესენი იმყოფებიან ოფისში. არავის უნახავს, ჩრდილი, ღამე ყოფილა 11 საათზე. შემოსულა ერთი ვიღაც და ესროლა ავტომატით. ისე ინციდენტი არ ყოფილა. არავის არ უნახავს, მაგრამ ავტომატით იყო. იძახიან რომ ერთი იყო. მიზეზი ჯერ არავინ იცის. დაპირისპირება არ ყოფილა,“ - განაცხადა ერთ-ერთი დაჭრილის ოჯახის წევრმა.
ერთ-ერთი დაჭრილის დეიდა ამბობს, რომ მან მომხდარის შესახებ, მხოლოდ დღეს დილით გაიგო.
სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილია ხუთი ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები






