„მოგეხსენებათ ხვალ საქართველოს მასშტაბით იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას თუ ვის უნდა ანდოს საკუთარი ქალაქის, საკუთარი მუნიციპალიტეტის მართვის მომავალი. ამ არჩვენებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საარსებო გარემოს, ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ყოფის გაუმჯობესებისათვის. მინდა ვთხოვო ყველა ჩემს მხარდამჭერს და თანამებრძოლს, მეგობრებო, ჩვენი ერთად დგომა, არჩვენებზე გამოცხადება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა უნდა გავერთიანდეთ, მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია. მხარი დავუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს, ძლიერ რეგიონებს და ძლიერ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სწორ, გეგმაზომმიერ განვითარებას, ჩვენი შვილების ჯანსაღ და განათლებულ მომავალს. მხარი უნდა დავუჭიროთ ადამიანების თავისუფლებასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ მმართველობას. მხოლოდ ასე, ერთად დგომმით შევძლებთ სიცოცხლით სავსე ქალაქის და ძლიერი ქვეყნის მშენებლობას. 21 ოქტომბერს ყოველი ჩვენგანი აუცილებლად უნდა გამოვცხადდეთ საარჩევნო უბნებზე და მხარი დავუჭიროთ "ქართულ ოცნებას". მე დარწმუნებული ვარ რომ თბილისი მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი. აბა, გამარჯვებამდე“- განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






