ოპოზიციური პარტიების „ლიდერთა საბჭო“ დიპლომატიურ კორპუსს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს წინასაარჩევნო პერიოდის შეფასების ანგარიშს აცნობს.
საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტები/პოლიტიკური გაერთიანებები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შექმნილი არასამართლიანი და დისკრიმინაციული წინასაარჩევნო გარემოს გამო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას.
"საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტებმა/პოლიტიკურმა გაერთიანებებმა მოამზადეს წინასაარჩევნო პერიოდის ერთობლივი ანგარიში, რომლის მიზანია გააერთიანოს სუბიექტების ძალისხმევა არჩევნების მონიტორინგისა და შეფასებისათვის ხელისუფლების მხრიდან მუდმივად მზარდი ზეწოლის პირობებში”, - აცხადებენ "ლიდერთა საბჭოს" რიგებში.
მასალის გამოყენების პირობები






