წინსააარჩევნო მონიტორინგის ანგარიშის წარდგენისას ნაცვლიშვილმა თქვა, რომ წინასაარჩევნოდ დაფიქსირებული ეს ფაქტი ყველაზე უფრო მძიმეა, რადგან გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი.
„ბუნებრივია, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, მძიმე შემთხვევა რაც ამ დროისთვის არის დაფიქსირებული წინასაარჩევნო პერიოდში, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. მნიშვნელოვანია, რომ რეაგირება მოხდა ძალიან სწრაფად შს სამინისტროს პირველი პირის დონეზე. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში თუ ზოგადად არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე ყოფილიყო ასევე მყისიერი რეაგირება და პირველი პირების დონეზე იყოს აყვანილი მომხდარი შემთხვევის გამოძიება. უკვე მოვისმინეთ მინისტრის განცხადება, რომ გამოძიება დაწყებულია და კვალიფიკაციაც საზოგადოებისთვის ცნობილია. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ საკითხში არის დანაშაულის მოტივის მიუკერძოებლად, სრულყოფილად და დროულად გამოძიება და რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. ამ ფაქტზე და ყველა სხვა ფაქტზე ველოდებით სახელმწიფოს ჯეროვან რეგიარებას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






