იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდართან დაკავშირებით განაცხადა, რომ არჩევნებთან და პოლიტიკასთან დაკავშირების გარეშე უნდა დავაკვირდეთ და ამ ამბავს და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
მინისტრი ამ ეტაპზე, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს.
„აუცილებელია, ყველამ გავითავისოთ, რომ, ამ ეტაპზე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე ვერსიებზე საუბარი, რადგან მიმდინარეობს გამოძიება. ამ საკითხის ვერავითარი პოლიტიზება ვერ მოხდება მარტო იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთ დაჭრილ პირს კანდიდატის სტატუსი აქვს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ თემის არჩევნებთან და პოლიტიკასთან დაკავშირების გარეშე უნდა დავაკვირდეთ პროცესს და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
რაც შეეხება ქვემო ქართლსა და იმ რეგიონებს, სადაც შეიძლება იყოს გარკვეული დაძაბულობის ნიშნები, რა თქმა უნდა, იქ როგორც ყველა წინა არჩევნებზე, შესაბამისი სტრუქტურები ფლობენ ინფორმაციას და აქვთ პრევენციული გეგმა იმისათვის, რომ ამომრჩეველმა მისთვის სასურველ პარტიასა და კანდიდატს ხვალ დილიდან ხმა მისცეს მშვიდ გარემოში" - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში გვიან ღამით 4 პირი დაჭრეს.
მასალის გამოყენების პირობები






