მარნეულში მომხდარი თავდასხმა გაცილებით დაძაბულს გახდის კენჭისყრის დღეს - მრავალეროვანი საქართელო
პოლიტიკა - 09:51, 20 Oct, 2017     2473

მრავალეროვანი საქართელო საგანგებო განცხადებას აქვეყნებს მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

"საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ გმობს მარნეულის #20 საარჩევნო ოლქში, სოფელ ყიზილაჯლოში, საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს.

აღშნული შემთხვევა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იმავე სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის გათვალისწინებით, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, გაცილებით დაძაბულს გახდის კენჭისყრის დღის მსვლელობას.

გნსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ სოფელში, 1 წლის ფარგლებში, ორივე საარჩევნო ციკლში, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, აგრეთვე მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების პერიოდში ადგილი აქვს კრიმინოგენური ვითარების დამძიმებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილობრივი ამომრჩევლების თავისუფალი ნების გამოხატვასა და არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას.

ამის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ შესაბამის სტრუქტურებს სწრაფი და ადეკვატური რეაგირებისკენ, აღნიშნულ ინციდენტში დამნაშავე პირების დასასჯელად., ისევე როგორც კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა კონსტიტუციური უფლების აღსრულებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42