როგორც "ნიუპოსტს" თარხნიშვილმა განუცხადა, პრეზიდენტს მმართველი გუნდის მარტო დატოვება შეეძლო.
"ვინ მოაწერდა ხელს ამაში დიდი განსხვავება ნამდვილად არ არის. სამწუხარო რეალობაა ის რომ მივიღეთ კონსტიტუცია, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში მხარს უჭერს მხოლოდ ერთი ძალა - ქართული ოცნება. მეორე მხარესა ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, მოქალაქეებს და მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც. ეს არის დოკუმენტი, რომელიც არ ასახავს რეალობას, რომელიც მხოლოდ ერთი ძალის მიერ არის მოწონებული. თვითონ ამ კონსტიტუციის მიმართ ოცნების დამოკიდებულებაც სახეზეა, მიღებიდან ერთ კვირაში დაიწყეს ცვლილებებზე საუბარი. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ეს მისი უფლებაა. ჩვენ შეგვიძლია გითხრათ რას მოვიმოქმედებდით მის ადგილზე. მას შეეძლო კიდევ ერთხელ მარტო დაეტოვებინა "ქართული ოცნება", მაგრამ ასე ჩათვალა საჭიროდ. ეს მეორე ხარისხოვანია, აქ მთავარია ის რომ საქართველოს აქვს კონსტიტუცია, რომელსაც მოსახლეობის ნახევარი არ იცნობს ან მხარს არ უჭერს"- აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.
პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ კონსტიტუციურ პროექტს ხელი მოაწერა.
მასალის გამოყენების პირობები






