საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტის ქეთევან ქარდავას ინფორმაციით შენგენის ზონაში და იმ ქვეყნებში მოსახვედრად, რომელზეც ვრცელდება ევროკავშირის თავისუფალი მიმოსვლა, გამკაცრებულ რეგულაციებზე მოლაპარაკება ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის უახლოეს მომავალში დაიწყება. მანდატი ამ მოლაპარაკების დასაწყებად ევროპარლამენტმა დღეს მიიღო. ინიციატივა ევროკკომისიიდან წამოვიდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას მიაჩნია, რომ რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია. მათი თქმით მთავარი გამოწვევა ტერორიზმია და გამკაცრებული რეგულაციით ამ საფრთხის შემცირება შესაძლებელია.
ქეთევან ქარდავამ ელექტრონული აპლიკაციის შევსების დროს შესატანი მონაცემების შესახებაც ისაუბრა, მისი თქმით შენგენის ზონაში მოსახვედრად სამგზავრო დოკუმენტის და ნებართვის ასაღებად ელექტრონული ვერსიის შევსების დროს აუცილებელია მოხდეს საცხოვრებელი ადგილის, დაბადების ადგილის, საპასპორტო მონაცემების, გასამგზავებელი ქვეყნის, ვადების და სასტუმროს შესახებ ინფორმაციის მითითება. განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება აპლიკანტის გასაუბრებაზე დაბარებაც, ძირითადად შემთხვევებში კი აპლიკაციის ავტორიზაცია 72 საათში მოხდება, აპლიკაციის შევსების ღირებულება იქნება 10 ევრო და მისი ვადა იქნება 3 წელი.
„პარლამენტმა დღეს მოლაპარაკებებისთვის საკუთარი წინადადებები დაამტკიცა. ჩვენი აზრით ეს იქნება მექანიზმი, რომელსაც წევრი ქვეყნები ტერორიზმის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებენ, ახალმა წესებმა უნდა უზრუნველყოს საზღვრების უკეთესი კონტროლი. ყველა პირი ვალდებული იქნება, რომ მონაცემები განათავსოს სამგზავრო ნებართვის ელექტრონულ ვერსიაში და მონაცემებს, ევროპოლის, ინტერპოლის და შენგენის შესაბამისი ორგანოები გადაამოწმებენ. ვფიქრობ ეს არის ამერიკული მოდელის მსგავსი სისტემა. პროცეის იქნება სწრაფი, ევროპარლამენტი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ახალი წესებით არ მოხდება მოქალაქეების უფლებების შენახვა და დაცული იქნება მათი პირადი ინფორმაცია. ახალი წესები გავრცელდება უკლებლივ ყველა ქვეყანაზე, ეს არ არის სავიზო ვალდებულება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამსახურებმა უნდა იცოდნენ, თუ ვინ აპირებს მოგზაურობას შენგენის ზონაში.“- განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა გომეშმა ქეთევან ქარდავასთან საუბარში.
ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით სამუშაო ვერსიის განხილვა დაიწყო და თუ რომელიმე წევრი ქვეყანა წინადადებებს და ინიციატივას წარმოადგენს, მოხდება მათზე მსჯელობაც. სავარაუდოდ გამკაცრებული რეგულაციები ძალაში 2020 წლიდან შევა. ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა 60-მდე ქვეყანასთან აქვს.
წყარო 1tv.ge
მასალის გამოყენების პირობები






